Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალური მოძრაობა’ გელათის გადახურვის საქმეზე კონკრეტული ჩინოვნიკების გადადგომას და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

თარიღი : 22-01-2021, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიამ კულტურული მემკვიდროების, ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობების გადაყენება მოითხოვა. მისი თქმით, აღნიშნული პირები სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდნენ დაკავებულ თანამდებობებს და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

შუშანიამ ასევე კორუფციულ სქემაზე ისაუბრა და ხელისუფლება გელათის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის გამოყოფილ 7 მილიონი ლარის მოპარვაში დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მავნებლობის გამო გელათის განადგურება ისევ გრძელდება. მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობა მიმართულია არა ამ პრობლების მოგვარებისკენ, არამედ ბიუჯეტიდან მოპარული 7 მილიონი ლარის კვალის დაფარვისაკენ. ის სასაცილო 12 ათას ლარიანი დაჯარიმებები და ა.შ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ეს კვალი ჩაფარცხონ. ამიტომ ჩვენ, მიგვაჩნია რომ სასწრაფოდ უნდა დატოვონ თანამდებობები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობამ და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან დაკარგულია უზარმაზარი თანხები, დაკარგულია 7 წელი და კაციშვილმა არ იცის ვინ მოიტანს ახალ 7 მილიონ ლარს იმისთვის, რომ თავიდან გადაიხუროს გელათი. ამიტომ, პირველ რიგში, ეს ადამიანებია გადასაყენებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოშორდნენ საკუთარ თანამდებობებს.

იმას, რომ ეს ფული “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერაა წაღებული, ადასტურებს ისიც, რომ "მძიმე არტილერია" თეა წულუკიანის სახით ჩართეს ამ თემის გაპრავების, არასწორი აქცენტების გადატანის საქმეში. მინდა ქალბატონ თეას ვუთხრა, რომ ეს სამრეკვლო, გვერდით აკადემია, გაბრიელ ეპისკოპოსის სახლი, სწორედ 2012 წლამდეა წინა ხელისუფლების დროს გადახურული და არანაირი პრობლემა მას არ აქვს იმიტომ, რომ მაშინ ეს ფული არ იპარებოდა ბიუჯეტიდან, თქვენ კი მოიპარეთ და პოლიტიკური მიზნებისთვის, არჩევნებში ხარჯავთ,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ეხმიანება. ბექა ბარამიძე Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის გადაყენების პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით, როგორც დარგობრივი მიმართულების სამინისტროს ხელმძღვანელს, ისე ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირს გააჩნია.

"მათი პრეროგატივაა, თუ როგორ შეაფასებენ ამ უწყების ხელმძღვანელის ქმედებებს და რა გადაწყვეტილებას მიიიღებენ. მაგრამ ამ შემთხვვეში, სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი რიგის ამოცანა, უშუალო უფლება-მოვალეობა და მისია გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მისი ადმინისტრირების ქვეშ მოხერხდეს გელათზე შექმნილი ვითარების ეფექტური გამოსწორება, რომ შემდგომში იყოს აბსოლუტურად დაზღვეული სამონასტრო კომპლექსი გარემო ზემოქმედების პირობებისგან.

ამავდროულად, ის ხარვეზები დროებით კონსტრუქციებზე იყოს მაქსიმალურად მოკლე დროში და ხარისხობრივად გამოსწორებული და შემდგომში ის ქმედებები, რომელიც სარეაბილიტაციოდ ხარვეზების გამოსასწორებლადაა დაგეგმილი, იყოს ქმედითად და ეფექტურად განხორციელებული, როგორც კვლევით, ისე ფიზიკური სამუშაოების ნაწილში,"-აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძე ასევე პასუხობს შუშანიას ბრალდებას კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სააგენტოს თანხების მიმოსვლასთან დაკავშირებით არანაირი მიმართება არ ჰქონია.

"ეს გახლდათ პირველი პროექტის ფარგლებში, დონორის მიერ ტრანშის სახით გაკეთებული საგრანტო დაფინანსება, რომელიც უშუალოდ მიიღო შემსრულებელმა კომპანიამ. ხოლო, მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, მსოფლიო ბანკთან პროექტის ფარგლებში, ამ შემთხვევაშიც, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ტრანში მიიღო იმ საანგარიშსწორებო პირობების მიხედვით, რომელიც ხელშეკრულებით იყო გაწერილი. ამ შემთხვევაში, სააგენტოს მიმართება არ ყოფილა. იცით, რომ ფინანსურ ნაწილზე გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე საგამოძიებო პროცესი, ცხადია, გაგვცემს პასუხს.

რაც შეეხება თანხის გაფლანგვა-განიავებას, აქ უნდა ვთქვათ, რომ გელათის სარეაბილიტაციო პროცესში გახარჯული თანხები სახელმწიფომ გამოყო ერთჯერადად. სახელმწიფოს გეგმებში აბსოლუტურად არ შედის ის და ეს არც მოხდება. აქამდე, ყოველ შემთხვევაში, ყველა ის ქმედებები, რაც გელათთან მიმართებაში, ხარვეზების გამოსწორების კუთხით წარიმართა, სრულად იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი შემსრულებელი კომპანიის მიერ და სამომავლოდაც, ყველა ქმედება, რომელიც გელათის როგორც კვლევით, ისე სარეაბილიტაციო ხარვეზების გამოსწორებას დაუკავშირდება, სამართლებრივად შემსრულებელი კომპანიების ვალდებულება იქნება (სამართლებრივად მათ განესაზღვრათ სახელშეკრულებო პირობებში)"-განაცხადა ბარამიძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის (AFCP) ფარგლებში ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

ამინდი