Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ამ სახლში დეფიციტური წამლის კი არა, უკვდავების წყლის შოვნასაც შეძლებდი,’-ებრაელების უბანი ქუთაისში

თარიღი : 21-01-2021, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ებრაელები ძირითადად ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის ზემო წელის მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ისინი ქუთაისში მე-17-მე-18 საუკუნეების მიჯნაზე დასახლდნენ. ამ დასახლებას "ებრაელების უბანი" ეწოდა. მათ ქუთაისში, მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.

ქუთაისის ებრაელობამ საუკუნეების მანძილზე მტკიცედ შეინარჩუნა სარწმუნოება თავისი ადათ-წესებით, ენა და დამწერლობა. ბუნებრივია, ყოველივე ამან ზეგავლენა მოახდინა ორივე ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მოგზაურ უცხოელებსაც არ გამოჰპარვიათ მხედველობიდან ყოველივე ეს და საინტერესო ჩანაწერები შემოგვინახეს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ებრაელების წვლილი ქალაქის ეკონომიკურ საკითხებში. ამასთან, ისინი აქტიურად მოღვაწეობდნენ ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ერთ-ერთი მათგანი – “ილო ფოტოგრაფი” (ხახანაშვილი) ქუთაისის ნამდვილი კოლორიტი გახდა.

ახლანდელ გაპონოვის ქუჩაზე, პირველ შესახვევში (ძველი შაუმიანის ქუჩა) ყველამ იცის სახლი, სადაც ძველად ფარმაცევტი ისრაელ ხახანაშვილი ცხოვრობდა. ადგილობრივები Topnews.com.ge-სთან ჰყვებიან, რომ ამ სახლში დეფიციტური წამლის კი არა, უკვდავების წყლის შოვნასაც შეძლებდი.

"საბჭოთა კავშირის დროს დეფიციტი იყო ყველაფრის, განსაკუთრებით სამედიცინო პრეპარატების. ებრაელებთან კი ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც თითქმის ყველაფერი იყო ხელმისაწვდომი, ეს სახლი იყო. ფარმაცევტ ისრაელ („ისრელია") ხანანაშვილის სახლი, სადაც დეფიციტურ წამალს კი არა, უკვდავების წყალს იშოვიდი,"-ამბობენ ადგილობრივები.

ებრაელთა დიდმა ნაწილმა ქუთაისი გასული საუკუნის 70-იან წლებში დატოვა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს და თაობიდან თაობას გადასცემენ საქართველოს სიყვარულს.

მთლიანობაში კი, საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების ისტორია დასტურია ქართველებისა და ებრაელების მტკიცე მეგობრობისა (თავის მხრივ, ქუთაისელმა ქიმიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ საბა კლდიაშვილმა ებრაელი ხალხის გადასარჩენად თავი გასწირა). აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ქართველი ებრაელები ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობდნენ საქართველოში, როგორც ამ მიწის შვილები.

ქუთაისში, ამ ეტაპზე, რამდენიმე ათეული ებრაული ოჯახი ცხოვრობს. დგას ბორის გაპონოვის ძეგლიც "ვეფხსტყაოსნით” ხელში (ქუთაისელი ებრაელი, რომელმაც ებრაულ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”). შემორჩენილია ქუჩების სახელწოდებები და სამი სინაგოგა, რომელთაგან მოქმედი ერთია. ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, საფიჩხიაზე კი ისრაელში დაბრუნებული ებრაელების წინაპართა საფლავები დარჩა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 427-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება
დაახლოებით 20 000-მდე ებრაელიდან ამ დროისათვის ქალაქში 230-მდე ებრაელია შემორჩენილი. მათ შორის უმრავლესობას მოხუცები

ამინდი