Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც თოვლმა დროებითი გადახურვა დააზიანა?

თარიღი : 20-01-2021, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილში, რომლის დროებითი გადახურვა თოვლის საფარმა დააზიანა, სამუშაოების დაწყებას ელოდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, კომპლექსის დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე, დაზიანებული თუნუქის ფირფიტების ჩამოტანა მოხერხდა, დროებითი სახურავის დაზიანების შედეგად, გადახურვის გარეშე დარჩენილი პერიმეტრები კვლავ ნალექის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ კომპანია, რომელიც გელათის ტაძარზე გამოსასწორებელ სამუშაოებს აწარმოებდა, შეცვალა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექტორების წარმომადგენელი აცხადებს, დღეს დასავლეთის მკლავზე, ალპინისტების დახმარებით სამუშაოები განახლდება და სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება. მისივე თქმით, ტაძარს და ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.

"რამდენიმე წუთში აქ ამოვა ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ამ საკითხზე, ასევე ტექნიკა, რის საშუალებითაც მასალის მიწოდება მოხდება. აღნიშნული სამუშაოები დღესვე დასრულდება,"- ამბობს სააგენტოს ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი დავით ტყეშელაშვილი.

ცოტა ხანში ადგილზე მართლაც გამოჩნდა ამწე კალათა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი სიგრძე 20 მეტრი იყო. იმისთვის რომ გელათის ტაძრის სახურავზე სამუშაოები ჩატარდეს, 30 მეტრიანი კალათაა საჭირო. გელათში ახლა 30-მეტრიან ამწეს ელოდებიან, ადგილზე მივლენ მთასვლელებიც.

ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები. მათი თქმით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, გელათის პრობლემის ლოკალიზება და შემდგომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ამ პრობლემის გადაწყვეტა.

გელათში დროებითი გადახურვის ნაწილი უხვი ნალექის შედეგად ორი დღის წინ დაზიანდა. სამუშაოებში ალპინისტები ჩაერთვნენ.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში გადაუდებელი წვიმების შედეგად წყალი ჩამოვიდა.

ამინდი