Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონელი ახალგაზრდა, რომელმაც თბილისში ყოფნას მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და ხონში ცხოვრება არჩია

თარიღი : 20-01-2021, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აქტიური და სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ბიჭის, პავლე ქაშიბაძის შესახებ გიამბობთ. პავლე 22 წლისაა, წარმოშობით ხონიდანაა. ხონში დაამთავრდა სკოლა და სწავლა თბილისში განაგრძო, თუმცა ისევ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, რათა სურს, მიღებული ცოდნა და შესაძლებლობები თავის რაიონს მოახმაროს.

"დავამთავრე ხონის ტექნიკური შემოქმედებითი გიმზანია და გავაგრძელე სწავლა თბილისში, თსუ-ში, ბირთვული ფიზიკის ფაკულტეტზე. ფიზიკა და მათემატიკა თავიდანვე მაინტერესებდა, ამ მხრივ მამისა და ბიძის ნიჭი გამომყვა ალბათ. უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში ვცდილობდი აქტიურად ჩავრთულიყავი ღონისძიებებში, კონფერენციებში, ძალიან ბევრი პრეზენტაცია მაქვს გაკეთებული სხვადასხვა თემაზე და ა.შ. დავამთავრე უნივერსიტეტი და დავბრუნდი ისევ ხონში. უმეტესობა როცა სასწავლებლად მიდის, რჩება თბილისში. მართალია იქ ბევრი მეგობარი შევიძინე, კარგ სიტუაციაშიც ვიყავი, ამასთან, დიდი ქალაქია და დასაქმების პერსპექტივაც უფრო გაქვს, მაგრამ მაინც ჩემი მშობლიური მხარე ვარჩიე. მინდა განვვითარდე და ჩემი რეგიონისთვის რაღაც მეც გავაკეთო. ამიტომ მაგისტრატურაში ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე,"-ამბობს პავლე ქაშიბაძე.

ამჟამად, მათემატიკასა და ფიზიკაში, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც ამზადებს გამოცდებისთვის. ეხმარება სტუდენტებსაც საგრანტო კონკურსების წერაში. უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

"პირველ კურსზე როცა ვიყავი, ავიყვანე მოსწავლეები. მინდოდა ჩემი თანხა მქონოდა. 12 მოსწავლე მყავდა თავიდან, შემდეგ ჩემს მეგობართან ერთად ცენტრი გავაკეთე, სადაც ბავშვებს ვიღებდით. ცოტა მოსწავლეები გვყავდა და მალევე დავხურეთ. ეს საქმიანობა კვლავ გავაგრძელე. ზოგს სახლში ვაკითხავდი და ისე ვამეცადინებდი, ზოგი ჩემთან მოდიოდა. ვამეცადინებდი მაღალი კლასის მოსწავლეებს მათემატიკასა და ფიზიკაში, ვამზადებდი სამაგისტრო უნარებშიც, საგრანტო კონკურსში და მასწავლებლის გამოცდებშიც. დღემდე ასე გრძელდება. ამჟამად ხონიდანაც დადიან მოსწავლეები და თბილისიდანაც მყავს, ონლაინ ვამეცადინებ.

ვუკრავ ფანდურზეც, რომელიც ჩემმა კურსელმა თამთა შეყრილაძემ შემასწავლა. შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტზე: ბალალაიკაზე (სამსიმიანი საკრავი), ტამტამზე, პიანინოზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. ამჟამად მსურველებს ფანდურზე დაკვრას ვასწავლი და ვამეცანინებ მხატვრულ კითხვაშიც. ვმღერი კიდევ, ყოველ დღე, ყოველ წუთს, სულ... ამას გარდა, ფეხბურთით ვარ დაკავებული, ხონის საფეხბურთო გუნდში ვთამაშობ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ნიჭი და შრომისმოყვარეობა, თორემ უშრომელად ნიჭი მალე გაიფანტება,"- ამბობს რესპონდენტი.

სამომავლოდ, კვლავ გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას, ისევ მოამზადებს მოსწავლეებს. ამასთან, სურს მეტი გაიგოს ტურიზმის სფეროს შესახებ და ხონში არსებული ის რესურსები აღწეროს, რომელიც ბევრისთვის უცნობია.

"დაინტერესებული ვარ ტურიზმის სფეროთიც, ამიტომ მაგისტრატურაზე ამ მიმართულებით ჩავაბარე. მინდა დოქტორანტურაც გავაგრძელო, რაც შემდეგ დამეხმარება ამ საქმიანობაში. ჩვენთან ძალიან ბევრი რესურსია გორდსა და კინჩხაში, რომელიც არ არის აღწერილი. ამ მიმართულებით მინდა ვიმუშაო. ტურისტებმა მხოლოდ კინჩხა, გორდი, წყალვარდნილი, ოკაცეს კანიონი და სხვ. იციან. ამათ გარდა, ასამდე სახეობის პატარა მდინარეა, უამრავი გამოქვაბულია, რომელიც ძალიან ლამაზია, ერთი ათი სახეობის ჩანჩქერი იქნება და სანადირო ადგილები, რომლებიც ტურისტებმა საერთოდ არ იციან. სურვილი მაქვს ინტერნეტ გვერდიც გავაკეთო, ავტვირთო ფოტოები და ვიდეოები და როგორც საქართველოში მცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს, ამ რესურსებზეც ჰქონდეთ წვდომა,"-ამბობს პავლე ქაშიბაძე.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2105-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი