ხელისუფლება გეგუთის სამეფო სასახლის აღდგენას იწყებს
თარიღი : 10-04-2014, 21:58 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის განცხადებით, თავდაპირველად სასახლის ყველაზე რთული უბნების კონსერვაცია, სასახლის გალავნის სრული აღდგენა-გამყარება და სასახლის განათება იგეგმება. სამეფო სასახლის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ვიზიტორთა სახლის აღდგენა. ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოები ნიკა ანთიძემ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე მარგიშვილსა და იმერეთის გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს გააცნო.
გეგუთის სამეფო სასახლე მე-7-მე-8 საუკუნეებში აუშენებიათ მონადირეთა სახლის სახით. ხოლო სასახლის მთლიანი მშენებლობა მე-12-მე-13 საუკუნეებში დასრულდა. მემატიანეთა მოწმობით, გეგუთში მოღვაწეობდნენ დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი და თამარ მეფე.