Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა 2020 წელს იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის?

თარიღი : 19-01-2021, 22:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"DMO იმერეთმა" 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წელს ქუთაისის ბრენდინგის პრეზენტაცია პანდემიის გამო ვერ შედგა, თუმცა მის ფარგლებში გაიშალა მარკეტინგული კამპანია. ბრენდინგის მიხედვით, "DMO იმერეთი"-ს მიერ განისაზღვრა პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა. ბრენდინგის ფარგლებში დამზადდა:
ვიდეორგოლები პოპულარული ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც საუბრობენ ქუთაისზე.
ბილბორდები; გაჩერებები; დეკორატიული კედელი; ტანისამოსი; აქსესუარები.

სოციალურ ქსელებში გაეშვა ახალი გვერდი: "KUTAISI/ქუთაისი". მოხდა არსებული ვებ-გვერდის რებრედინგი. შეიქმნა ვიდეო კლიპი ქუთაისზე.

როგორც "DMO იმერეთში" აცხადებენ, ძალიან მალე ეს ბრენდი ერთ-ერთი გამორჩეული გახდება ტურისტულ ბაზარზე.

გასულ წელს "DMO იმერეთი"-ს მიერ განხორციელდა პროექტი "გიდების სკოლა", რომლის მიზანიც იყო იმერეთის რეგიონში 20 გიდის გადამზადება/სერთიფიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროექტი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამა ნიუკაზის მიერ "DMO იმერეთი"-ს დაკვეთით, სპეციალურად გიდების სკოლისათვის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. კურსის დასრულების შემდეგ მათ პროფესიონალი გიდის სერტიფიკატები მიიღეს.

2020 წელს მოხდა შეთანხმება, რომ "DMO იმერეთი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში, მოფრენის დარბაზში, საინფორმაციო ტურისტულ ცენტრს გაუწევს ადმინისტრირებას. მოეწყო ფოტო-ზონა გაფრენის დარბაზში. მოხდება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის დაპრინტვა ქუთაისის ბრენდინგის ესთეტიკაში, ასევე ტრაპის, აეროპორტის ავტობუსებისა და ურიკების დაპრინტვა.

ასევე შეიქმნა ელექტრონული ლიცენზირებული მარშრუტები როგორც ქუთაისის, ასევე იმერეთის 11-ვე მუნიციპალიტეტისთვის, რომელთა ნახვაც საერთაშორისო ვებ გვერდ "Wikiloc"-ზეა შესაძლებელი, ასევე სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, ან იმავე დასახელების მობაილ აპლიკაციაში. ელექტრონული მარშრუტები განთავსდა "Google my maps"-ზე, ასევე დამზადდა იმერეთის უნიკალური რუკები. 2020 წელს დასურათდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ტურისტული ლოკაცია და შეიქმნა ფოტო ბაზა, ეს უკანასკნელი მუდმივად ახლდება. დამზადდა ვიდეო-ანიმაციები, ანიმაციური ფილმები, ერთგვარი ინსტრუქცია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში სამოგზაუროდ.

ამასთან, "DMO იმერეთმა" 2020 წელს გააფორმა ხელშეკრულება "AIRBNB"-თან. ხელშეკრულების თანახმად, "DMO იმერეთს" მიეწოდება სრული ინფორმაცია იმერეთის მასშტაბით დაჯავშნული განთავსების ობიექტების შესახებ.

პანდემიის შედეგად "DMO იმერეთი"-ს ორგანიზებით ჩატარდა მხოლოდ 2 ღონისძიება. ორგანიზაციამ მონაწილეობა 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო. ცალკე აღსანიშნავია საერთაშორისო ღვინის ფესტივალი, სადაც "DMO იმერეთმა" ცალკე სტენდი დაიქირავა და იმერელი მეღვინეები პირველად წარსდგნენ ერთიანი თემატური ქოლგის ქვეშ, რასაც იმერული ღვინო ქვია.

ტრადიციული შობა ევროპულ ფორმატში აღინიშნა, რამაც შექმნა ღია ცის ქვეშ დღესასწაულის აღნიშვნისა და სახალხო სეირნობის პრეცედენტი, რაშიც აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი, ქუთაისის კაფე-რესტორნები.

გაიმართა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", ცნობილი ქუთაისური ბარდისა და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის მონაწილეობით. ღონისძიების მიზანი იყო ქუთაისელ გიდებს მოესმინათ საინტერესო ისტორიები ქუთაისის შესახებ. ასევე ჩატარდა არაერთი ტრენინგი როგორც ტურისტების გადამზადების მიზნით, ასევე ტურიზმის სამსახურის თანამშრომლებისთვის. ამასთან, "DMO იმერეთმა" გაუწია ორგანიზება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყველა ტრენინგს, რომელიც კოვიდ რეგულაციების დანერგვას ეხებოდა. აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკის შიდა ტურიზმის წახალისების კამპანიაშიც და ქართველ მომხმარებლებზე მორგებული სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. ასევე კოორდინირებულად იმუშავა სხვა რეგიონების ტურისტულ კომპანიებთან და დაეხმარა მათ ტურების დაგეგმვაში: მოეწყო პრესტურები, მომზადდა საინტერესო რეპორტაჟები ქუთაისისა და იმერეთის შესახებ, დამზადდა 15 მინი საიმიჯო ვიდეო ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით.

"DMO იმერეთი" სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ჩართული იყო ვირუსის მართვის პროცესში. ორგანიზაციის თანამშრომლები (სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად) პირველები იყვნენ, რომლებიც დახვდნენ პირველ ავიარეისებს ევროპიდან. გამოიჩინეს ორგანიზებულობა და იმერეთის მასშტაბით დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი საკარანტინე ზონების მართვაში.

როგორც "DMO იმერეთში" აცხადებენ, 2021 წლის მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია და ტურიზმის სფეროზე მისი ზეგავლენა რჩება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ 2020 წლის გამოცდილება, საშუალებას მისცემთ, უფრო მომზადებულები და ძლიერები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა 8-დან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მხარეში უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა

ამინდი