ქუთაისში, მეტალურგიულ საწარმოში თანამშრომელი გარდაიცვალა
თარიღი : 19-01-2021, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის მეტალურგიულ ქარხანა შ.პ.ს ,,ამბიკონ სტილს"-ში სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ჩამოვარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დარღვეული იყო თუ არა ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ეს ჯერ უცნობია.
გარდაცვალების ფაქტი Topnews.com.ge-ს დაუდასტურეს კომპანიაშიც, თუმცა გვითხრეს, რომ დეტალები მათთვის უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც Topnews.com.ge -ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.
ავტორი: ქეთი გელაშვილი