ქუთაისის მერიის ააიპი, რომელმაც გზებზე შეუფერხებლად გადაადგილება უნდა უზრუნველყოს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
თარიღი : 19-01-2021, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისში, მოსალოდნელი თოვლისა და ყინვებისთვის ემზადება. როგორც Topnews.com.ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ განუცხადა, მომარაგებული აქვთ ყველა საჭირო ტექნიკური რესურსი.
"გარემოს ეროვნული სააგენტო"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, გაძლიერდება ყინვები. შესაბამისად, ჩვენი სამსახური, რადგანაც ჩვენი ქალაქის მასშტაბით ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეუფერხებლად გადაადგილება, გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. მობილიზებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკური რესურსი, ამასთან, ცოცხალი მუშახელი, სპეც.ტექნიკაც, რაც გაგვაჩნია. მაქსიმალურად მზად ვართ ამ თვალსაზრისით. შეძენილი გაქვს ტექნიკური მარილი და ინერტული მასალები, მოსალოდნელი ყინვებიდან გამომდინარე. ასე რომ, როდესაც დადგება ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩართვის აუცილებლობა, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს,"-ამბობს გიორგი მჟავანაძე.
ავტორი: ქეთი გელაშვილი