Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი ჭიჭინაძე:ქუთაისის ოპერის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვრჩები

თარიღი : 10-04-2014, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„მივიღე გადაწყვეტიულება, რომ დავრჩე თეატრში და განვახორციელო ყველა ის გეგმა, რომელიც მიზნად მქონდა დასახული,“ - აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ განაცხადა.
გოგი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც თეატრში უნდა განხორციელდეს.
„ ქუთაისის მერისგან და კულტურის სამინისტროსგან მივიღე საკმაოდ საინტერესო და გულწრფელი შეთავაზებები. კულტურის სამინისტრომ მოგვცა პირობა, რომ ისინი ცალკეულ პროექტებს დაგვიფინანსებენ, ხოლო ქუთაისის მერია დამატებით 25 000 ლარს გადმოგვირიცხავს,“- აცხადებს ჭიჭინაძე.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, სამინისტრო ქუთაისის ოპერის თეატრთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
"ბატონი გოგი არის მისი საქმის უდავო პროფესიონალი. ის არის კადრი, რომელიც საჭიროა მუშაობდეს ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. ამ ქალაქში განსაკუთრებით პრეტენზიული და გემოვნებიანი მაყურებელი ცხოვრობს"-აცხადებს მინისტრი.


ნანახია: 1902-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი ჭიჭინაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე უარი თქვა.
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ოპერის დასი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის მხარდამჭერ აქციას მართავს.
ოპერის თეატრი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კულტურის მინისტრს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მინისტრი საბოლოო
ორმოქმედებიან ოპერაზე შემოქმედებით გუნდი ორი თვე მუშაობდა
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ

ამინდი