Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ბექა ლომთაძე ნიცაში, გრან პრის მფლობელი გახდა

თარიღი : 18-01-2021, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
9 მედალი საფრანგეთიდან - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნიცაში, ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრიზე, წარმატებით იასპარეზა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ასეთია ქართველი მოჭიდავეების შედეგები. გრან პრის გამარჯვებულებთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძეცაა. ქუთასელმა მოჭიდავემ, 61 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ბელგიის წარმომადგენელ აიუბ მუსაევს, 8-1 მოუგო და საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლები მოიპოვეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმაც (125 კგ). ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დასჯერდნენ. ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა კი (92 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

ცნობისთვის, 17 იანვარს, ნიცას ხალიჩებზე, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იასპარეზებს. საქართელოს სახელით ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) იჭიდავებენ.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის საქართველოს დელეგაცია მედლების რაოდენობითა და ხარისხით 35-ე ადგილს იკავებს.
28 თებერვალს სოფიაში დასრულდა პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობის სამივე დისციპლინაში

ამინდი