Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სახლებში ბავშვები გაზარმაცდნენ,’-იმერეთის სკოლების ნაწილში სწავლა განახლდა

თარიღი : 18-01-2021, 09:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის სკოლების ნაწილში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდა. მოსწავლეები მიიღო ბაღდათის N2-მა საჯარო სკოლამ. სკოლაში, სადაც 700 მოსწავლე სწავლობს, მოსწავლეთა გამოცხადების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც მშობლები აცხადებენ, სკოლებში სწავლის განახლებას მიესალმებიან, რადგან როგორც ამბობენ, ადგილზე ბავშვებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, უსაფრთხოების ზომები დაცულია და არც ვირუსის გავრცელების საფრთხეს გრძნობენ.

“მშობლები მივესალმებით სწავლის სკოლაში განახლებას. ბავშვები სახლებში გაზარმაცდნენ. ონლაინსწავლებით ყველა ცოდვა იყო-მშობლებიც, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. სკოლაში ბავშვების გამოშვების არ გვეშინია, რადგან აქ ყველა წესს იცავენ,”-აცხადებენ მშობლები.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი.
დღეს ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.

ამინდი