Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ ჩემი წარმატების გზა სწორედ იმის სურვილით იწყება, რომ მინდოდა დამეჯერებინა, მერწმუნა საკუთარი თავის და მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა”

თარიღი : 16-01-2021, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

რუბრიკის მორიგი რესპონდენტი შაკო ჯინჭარაძეა, რომელმაც თავისი აქტიურობით, ენერგიით და ცოდნით ბევრს დაამახსოვრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 28 წლისაა, უამრავ სფეროში მოსინჯა საკუთარი თავი და საბოლოოდ, ახალგაზრდობის მიმართულებით მიდის. ყველაფერი მოხალისეობით დაიწყო, თუმცა მანამდე, იყო სამსახური თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში.

"ვიყავი ადამიანი, რომელსაც აკლდა თავდაჯერებულობა. ჩემი წარმატების გზა სწორედ იმის სურვილით იწყება, რომ მინდოდა დამეჯერებინა, მერწმუნა საკუთარი თავის და მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა. 4 წელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში ვიყავი. გავლილი მაქვს როგორც რეინჯერის, ასევე საზღვაო სპეც.დანიშნულების რაზმის კურსები. იმდენად მაკლდა თავდაჯერებულობა, რომ რაზმში მითხრეს, გაგიშვებთ, თუ ამ კუთხით საკუთარ თავზე არ იმუშავებო. აქ ყოფნის პერიოდში გავაცნობიერე, რომ შეუძლებელი არაფერია. ორივე კურსი წარმატებით გავიარე და გადავწყვიტე ქუთაისში დავბრუნებულიყავი. დავბრუნდი იმ სურვილით, რომ მინდოდა ის საქმე მეკეთებინა, რაც მიყვარდა. დავიწყე მოხალისეობა. ცოტა უცნაური ნახტომი იყო ეს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა 2000-ლარამდე გაქვს ხელფასი და მოხალისეობას იწყებ, თუმცა ამას სიამოვნებით ვაკეთებდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი საქმე იყო,"-ამბობს შაკო.

ამის შემდეგ, ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ პროექტებში აქტიურად ჩაერთო. ამბობს, რომ ამ პერიოდმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. განვითარდა, დაიგროვა ბევრი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც დღეს, უკვე სხვაგან იყენებს.

"2015 წლის ბოლოს, ქუთაისის "წლის ახალგაზრდა" გავხდი. ძალიან ბევრი მოხალისეობრივი პროექტი განვახორციელე საგანმანათლებლო მიმართულებით, ყველა ღონისძიებაში ვიყავი ჩართული, რასაც ქუთაისის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით ახორციელდებდა. მერიიდან დაფინანსებაც მოვიპოვე ჟესტური ენის კურსის, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ძალიან კარგი კურსი გამოვიდა, ბევრი რამ გააკეთა იმ მინიმალურმა დანახარჯმა, რაც ამ კუთხით გვქონდა გამოყოფილი. ვაკეთებდით ხშირად დასუფთავების, ასევე საქველმოქმედო აქციებს. მახსოვს, 13 ივნისის ამბავზე, ძალიან ბევრი ტანსაცმელი მოვაგროვეთ. ვიყავი მერიის "ლიდერთა სკოლაშიც". რომელი ერთი გავიხსენო, ძალიან ბევრ ღონისძიებას ვაკეთებდით. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამუნა ნიკოლეიშვილის წვლილი ამ ყველაფერში ძალიან დიდი იყო.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებში ჩემთან ერთად იყვნენ ჩართულნი, დღეს წარმატებულები არიან, აბსოლუტურად ყველა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს გვაძლევდა ყველა აქტივობა, ყველა პროექტი. პირველ რიგში თავდაჯერებულობას, შემდეგ დიდ ცოდნას, გვეხმარებოდა უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, განვითარებაში და ა.შ. იმაში, რომ დღეს მე საოჯახო ბიზნესი მაქვს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ (ტრენინგების მიმართულებით), ვარ წარმატებული და შემდგარი ადამიანი, ლომის წვლილი მიუძღვის იმ პერიოდს, როცა მერიის ახალგაზრდულ პროექტებში ვიყავი ჩართული. ზოგადად, წარმატებისთვის შინაგანი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე რა გინდა. არაფორმალური განათლების სხვადასხვა პროგრამები კი გაძლევს იმის საშუალებას, მოსინჯო საკუთარი თავი ყველა მიმართულებით, გაარკვიო რა გინდა, შემდეგ აკეთო ეს საქმე სიამოვნებით, სიყვარულით და მიიღო ამისგან ფინანსური შემოსავალიც.

შემდეგ იყო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია "მზიანი სახლი", რომელმაც ასევე დიდი გამოცდილება მომცა და ჩემს წარმატებაში აქ ყოფნის პერიოდსაც დიდი წვილილი მიუძღვის. ძალიან გავიზარდე "Skye Club"-ში, ვახორციელდები "World Vision"-ის პროექტებსაც. შემდეგ, მეგობრებთან ერთად დავაარსე "კრეატიული ხელოვნების აკადემია", სადღაც ორი წელიწადი ვიმუშავეთ და პანდემიის ამბების გამო დაიხურა. ის ცოდნა, რაც შევიძინე პროექტებიდან, ბანაკებიდან, გამოვიყენე დღეს და დავიწყე "აწარმოე საქართველოში" საგრანტო პროექტების წერა. დავაარსე სამშენებლო კომპანია "აგრო ორნამენტი". ვეცადეთ, ბაზრისთვის ისეთი ფასი შეგვეთავაზებინა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა. მომხმარებლებს სათბურების მშენებლობას ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს, სახლში ჰქონდეს სათბური და მოიყვანოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ამასთან, სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში“ საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ. "RICDOG"-ის 2020 წლის საუკეთესო წევრადაც დამასახელეს. 2020-ში, ჩემს ერთ-ერთ წარმატებად ვთვლი იმასაც, რომ პროექტ "GAME ზონა"-ს ერთ-ერთი თანაავტორი ვარ, რომელიც ბაღდათში დავაარსეთ. ამაყი ვარ, რომ ეს პროექტი საკმაოდ წარმატებულად შედგა. უშუალოდ თამაშით ვასწავლით ბავშვებს კომუნიკაციასა და სხვადასხვა კომპეტენციებს. ვმუშაობ ქუთაისის ახალგაზრდული სტრატეგიული დოკუმენტის განვითარების გეგმაზეც, სამუშაო ჯგუფში ვარ ჩართული,"-ამბობს რესპონდენტი.

შაკო ფსიქოლოგიური სფეროთიცაა დაინტერესებული, ამიტომ სამომავლოდ, ამ მიმართულებით განვითარებასაც აპირებს. სხვებსაც ურჩევს, ყოველთვის ის აკეთონ, რაც უყვართ და რისი კეთებაც სიამოვნებას ანიჭებთ.

"ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს წარმატებაში ოჯახს, რომელიც მხარს მიჭერდა ნებისმიერ საქმეში. ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ამა თუ იმ მონაკვეთში ჩნდებოდნენ. გამოვყოფდი ქეთი ჟვანია-ტაისონს, რომელმაც დამანახა რომ თვითგანვითარებისა და სწავლის პროცესში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მომავალ წელს ვამთავრებ ქუთაისის უნივერსიტეტს (ეკონომიკა) და ვაპირებ პარალელურად ფსიქოთერაპიის ერთწლიანი საბაზისო კურსი გავიარო. მომავალში შეიძლება თბილისშიც წავიდე, ფსიქოლოგიურზე მინდა სწავლა, ამ სფეროში მინდა ბევრი გავიგო და განვვითარდე, თუმცა სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ქუთაისს დავუბრუნდები.

ჩემი წარმატების ფორმულა არის სურვილი იმის, აკეთო ის, რაც გიყვარს და კიდევ, რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს არ უნდა გაჩერდე ამ პროცესში. ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს, შეუძლებელი არაფერია, ამაში 100%-ით დავრწმუნდი,"-ამბობს შაკო ჯინჭარაძე.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 815-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი