Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან პირები, რომელთაც ქუთაისის მერია ფილტვის კიბოზე გამოიკვლევს?

თარიღი : 16-01-2021, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებს ახალი მიმართულება დაემატა.

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა, ასეთია იმ პროგრამის სახელწოდება, რომელიც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული სხვადასხვა რისკჯგუფის პაციენტის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ბიუჯეტი 30 000 ლარით განისაზღვრა.

ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. ირაკლი შენგელიას თქმით, პროგრამის ბენეფიციარებს
თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები წარმოადგენენ.
ხოლო მიზანი, მაღალი რისკის მქონე ბენეფიციართა ადრეული დიაგნოსტირებით, დაავადების პროგრესის პრევენციაა.

“ბენეფიციარებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო კამპანია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით,”-ამბობს ირაკლი შენგელია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის,
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული

ამინდი