Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ მოსაწავლებს ინტერნეტით უზრუნველყოფენ

თარიღი : 15-01-2021, 20:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია Topnews.com.ge-სთან იმ ინიციატივებზე საუბრობს, რომელიც მის მიერ მომზადდა და ნაწილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა.

ინიციატივები როგორც ჯანდაცვით და სოციალურ მიმართულებას, ისე განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამებს მოიცავს.

შენგელიას 6 საბიუჯეტო და 1 საკანონმდებლო ინიციატივა გასაცნობად და კომენტირებისთვის, საკრებულოს კომისიებს, აღმასრულებელ რგოლსა და საზოგადოებას უკვე წარედგინა.


საბიუჯეტო ინიციატივები:

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა - პროგრამა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანი, მაღალი რისკის მქონე ბენეფიციართა ადრეული დიაგნოსტირებით, დაავადების პროგრესის პრევენციაა. ბენეფიციარებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო კამპანია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.


მეოთხე შერეული პოლიკლინიკის ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირება - პროგრამა შშმ ქალების სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკის კვლევითი კაბინეტების ადაპტირებას გულისხმობს.

ონლაინ სწავლების პირობებში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინტერნეტით დახმარების პროგრამა - პროგრამა კოვიდ პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და სტუდენტების ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა - პროგრამა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტიუციური განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს .

N18 საუბნო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, ელექტონული სერვისების დანერგვა და ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციით სადისკუსიო სივრცის შექმნა - პროექტი ითვალისწინებს N18 საუბნო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ახალი ინვენტარით აღჭურვას, წიგნთა ფონდის განახლებასა და ელექტრონული სერვისების დანერგვას. ამასთან, საინფორმაციო სადისკუსიო სივრცე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, კულტურული და სამეცნიერო პროგრამების პოპულარიზაციას. ბიბლიოთეკაში არსებული ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო კუთხის შესაბამისი დოკუმენტური და ლიტერატორული ნამუშევრებით უზრუნველყოფა კი გაზრდის ახალგაზრდებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

მუნიციპალიტეტის 5 წლის ხანდაზმულობის ვადის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის კვლევა და შეფასება - კვლევა ერთი მხრივ შეაფასებს არსებული მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობას, მეორე მხრივ კი გამოყოფს ახალ საჭიროებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


საკანონმდებლო ინიციატივა:

⦁ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ერთად შემუშავებული საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის მიღება.

ირაკლი შენგელიას თქმით, საბიუჯეტო ინიციატივებიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში, უკვე აისახა ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 30 000 ლარით განისაზღვრა.

2021 წლის ბიუჯეტით ასევე დაფინანსდა სოციალურად დაუცველი მოსაწავლეების ინტერნეტით უზრუნვეყოფის პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარია. სოციალურად დაუცველ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაუჩერული სისტემით მიიღონ ინტერნეტის მომსახურების დაფინანსება.

“მიმდინარე წელსვე მოხდება მუნიციპალიტეტის 5 წლის ხანდაზმულობის ვადის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის კვლევა და შეფასება, რათა ერთი მხრივ შეფასდეს არსებული პროგრამების ეფექტიანობა, მეორე მხრივ კი გამოვლინდეს ახალი პრიორიტეტული მიმართულებები.

აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მეოთხე შერეული პოლიკლინიკის გინეკოლოგიური კაბინების ეტლით მოსარგებლე ქალებისა და გოგონებისთვის ადაპტირებისთვის. აღნიშნული სერვისი ამ დროისთვის რეგიონში არსებულ არც ერთ კლინიკაში არ არის დანერგილი,”-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ირაკლი შენგელიას განცხადებით, ის აქტიურად განაგრძნობს დანარჩენ ინიციატივებზე მუშაობას, როგორც მოქალაქეებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან.

ამასთან, ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტურქუტურული პროექტებიდან, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის მაჟორიტარიც სწორედ ირაკლი შენგელიაა, დაგეგმილია: მელიქიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია და ბუხაძის მეორე მიკრო რაიონში, N17 ბაღის მიმდებარედ, არსებული სკვერის განახლება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 303-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.

ამინდი