Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ბაღდათის მერიაში და ინიშნება თუ არა მერის პირადი მძღოლი მაღალ თანამდებობაზე?

თარიღი : 15-01-2021, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის ტერიტორიულ ერთეულში, მერის რწმუნებულის პოზიციაზე სავარაუდოდ, მერის პირადი მძღოლის კანდიდატურა განიხილება. აღნიშნულზე Topnews.com.ge-სთან, ა/ო "მშვიდობიანი საქართველოს" პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე საუბრობს.

"მერის რწმუნებულად ბაღდათის ტერიტორიულ ერთეულში, ჩემი ინფორმაციით, მერის პირადი მძღოლის, ჯიმშერ გოგსაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება. რა განათლება და გამოცდილება აქვს, რამდენად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რომელიც მერის რწმუნებულს უნდა გააჩნდეს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი ის, რომ ამ კაცმა ერთგულება დაამტკიცა ენის მიტან-მოტანით, შავი საქმეების უბადლოდ შესრულებით (რასაც დააველებენ ყველაფერს აკეთებს) და იმ ლანძღვა - გინებით, რომლითაც ის გამოირჩეოდა მერის დასაცავად. ამასთან, ყოველი კვირის ბოლოს, სოფლის ნობათს აგროვებდა და თბილისში მერს უგზავნიდა. როგორც ჩანს დაუფასეს "შრომა" და აწინაურებენ.

მეორე ვერსია, რატომაც განიხილება რწმუნებულის პოსტზე ისაა, რომ მან, 2020 წლის პერიოდში, რამდენჯერმე დაამტვრია სამსახურეობრივი მანქანები. ამასთან, მერის გადაადგილებისთვის განკუთვნილ მანქანას პირადი სარგებლობისთვის იყენებდა. საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა ბიუჯეტს მის მიერ მიყენებული დაზიანებების შესაკეთებლად. ამ მანქანების შეკეთება ჯერ არცაა ბოლომდე დასრულებული. ერთ-ერთი პროფილაქტიკის ეზოში დღესაც აყენია (მერიის ბალანსზე არსებული ნივა). შესაძლოა მერმა მისი დაწინაურება იმის გამოც გადაწყვიტა, რომ იქ შედარებით მაღალი ხელფასი ექნება და მანქანებზე გაწეულ და გასაწევ ხარჯებს აანაზღაურებინებს, მართლა ტრაგიკომედიაა ეს ყველაფერი, მეტი არაფერი.

ისიც არაა გამორიცხული, რომ მერთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობდეს და მერს კომპრომატებს უყენებდეს, რათა თავისი ინტერესები გაიტანოს ბოლომდე. ელემენტარული ზრდილობის ნატამალი არ გააჩნია ამ კაცს, სულ პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე გადმოდის და ასეთმა პირმა, როგორ უნდა დაიცვას თავისი ტერიტორიული ერთეულის მოქალაქის ინტერესები? "-ამბობს ირაკლი ჩიგოგიძე.

აღნიშნული ინფორმაცია Topnews.com.ge-მ ბაღდათის მერთან გადაამოწმა. არჩილ გოგსაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"არავითარი მსგავსი საუბარი არ ყოფილა. სრული სიცრუეა. სამწუხაროდ ვიღაცები ავრცელებენ ასეთ ჭორებს, რატომ - არ ვიცი. არ ყოფილა არც ავარიული შემთხვევები. ირაკლი ჩიგოგიძე რაღაცებს რომ იძახის, ცოტა მიიხედ-მოიხედოს, თვალი კარგად გაახილოს და დაინახოს რა ხდება ირგვლივ. თავისი თავის ინტერესების გამო, ნუ ჭრის და კერავს ყველაფერს,"-ამბობს არჩილ გოგსაძე.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 812-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, მერი არჩილ გოგსაძე თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება.
ერის თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში მის მიერ კაბინეტის დაცლასა და პირადი ნივთების წამოღებასთან დაკავშირებით გავრცელებული
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.

ამინდი