Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2021 წელს ქუთაისის მერია ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფესტივალს გამართავს

თარიღი : 15-01-2021, 10:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2021 წელს ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება ჩატარდება. ღონისძიება 12 აგვისტოს შედგება და პარალელურად დასაქმების ფესტივალიც შედგება, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

“მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ ბიუჯეტში იქნება სიახლე-ჩატარდება დასაქმების ფესტივალი. ასევე, ახალგაზრდებს ექნებათ სესიები, სადაც შეძლებენ სხვადასხვა კომპენტენციების განვითარებას იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანი,”-ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

მისივე თქმით, 2021 წელს ახალგაზრდული ბიუჯეტი 215 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 100 000 ლარი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერაზე დაიხარჯება.

“გვინდა მათგან წამოვიდეს ის მთავარი საჭიროებები, რაც სურთ და დავუფინანსოთ ის მიმართულებები, რაც ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,”-ამბობს პეტრე ადამაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. გთხოვთ, თან იქონიეთ რეზიუმე.
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში

ამინდი