Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი: ასეთ უპროგნოზო სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ

თარიღი : 14-01-2021, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2020 მძიმე წელი აღმოჩნდა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისთვისაც, თუმცა, თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი იმედოვნებს, რომ პანდემია ჩაივლის და თეატრში დაბრუნებასა და შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელებას მალე შეძლებენ.

"წინასწარ ვერაფერს ვგეგმავთ, დამოკიდებული ვართ ჩვენც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ზაფხულის პერიოდში ცოტა რომ შემსუბუქდა სიტუაცია, დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა, დეკორაცია ფაქტობრივად მზადაა. ვდგამთ ბიძინა კვერნაძის "იყო მერვესა წელსა“ („შუშანიკის წამება"). ამჟამად შეჩერებულები ვართ, ველოდებით რომ შეიცვალოს მდგომარეობა. ასეთ უპროგნოზო სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. რთულია ჩვენთვის, შემოქმედი ადამიანი ვერ ძლებს თეატრის გარეშე. დიდი იმედით ვუყურებთ 2021 წელს. არის ნიშნები იმისა, რომ ყველაფერი ჩადგეს წესრიგში და ჩვენც კვლავ დავუბრუნდეთ მონატრებულ შემოქმედებით ცხოვრებას,"-განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა Topnews.com.ge-სთან.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა რესტავრაცია მიმდინარეობს.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჟურნალისტებს ოპერაში გამართულ ბრიფინგზე თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა

ამინდი