Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ნამდვილი ქუთაისური იუმორი დახვეწილი, ფერადოვანი, სხარტია, გულწრფელი სიცილის აღმძვრელია და არაფერი აქვს საერთო უხამს, ნაძალადევ, ყურით მოთრეულ ანეკდოტებთან, რითაც გაჯერებულია ჩვენი ტელეარხები და ინტერნეტგამოცემები”

თარიღი : 14-01-2021, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"როგორ ხუმრობენ ქუთაისში?"- ჟურნალისტი, ნანული ცხვედიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.

"საქვეყნოდ ცნობილი ქუთაისური იუმორის ეპიცენტრად ქალაქის ისტორიული ბულვარი და მისი „ბაღისკიდე“ ითვლება, თუმცა, იუმორის მარგალიტები ყველა უბანში, ქუჩაზე და ოჯახშიც კი შეიძლება გაჩნდეს.

ბულვარი 170 წლისაა და მას ახსოვს აკაკისა და მისი თანამედროვეების სხარტულა გამონათქვამები და ფრთიანი სიტყვა -ოხუნჯობანი; სერგია ერისთავის, გიორგი შარვაშიძის, კონსტანტინე (კოწია) ერისთავის, კიტა აბაშიძის, პიპინია მიქელაძისა და სხვათა განუმეორებელი მახვილსიტყვაობა. ჯერ მარტო ის რად ღირს, აკაკიმ რომ იმერულ ხაჭაპურს შეადარა, თავისი ოთხკუთხა ფორმის გამო, ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვიდან გამომდინარე, მას დღემდე შეუცვლელი სახელი - „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა. აკაკი ბულვარის მეორეგზის ნათლიაცაა: “ხრიკის მოედანიც“ დაარქვა არჩევების დღეებში აქ განვითარებული მძაფრი ბატალიებისა და იმ პირთა გამოისობით, ვინც „ბაღისკიდეზე“ ყოველდღიურად იკრიბებოდა, არჩევდა თვითმმართველობის კანდიდატების ავ -კარგს, ქმნიდა საზოგადოებრივ -პოლიტიკურ მიმართულებებს, დავობდა, ამუშავებდა საარჩევნო ტრიუკებს...

თუ არა ბულვარში, მაშ, სად უნდა ეთქვა ქუთაისური იუმორის გრანდს, პიპინია მიქელაძეს, თავისი ცნობილი ფრაზა: “ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ.“

სერგია ერისთავისა და პიპინია მიქელაძის მსგავსი სწორუპოვარი დიდოსტატები ქმნიდნენ ქუთაისურ იუმორს და მათ კვალდაკვალ თაობები ამდიდრებდნენ, განავითარებდნენ „ბაღისკიდის“ ფოლკლორულ საგანძურს.

დიახ, ხალხია, საზოგადოებაა ძირითადი ავტორი და შემოქმედი ნამდვილი ქალაქური იუმორისა. სწორედ ხალხი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საზოგადოების ცალკეული ფენებისა და პოლიტიკური მოვლენებისადმი.

ქუთაისური იუმორის სტრატეგია, ჩემი დაკვირვებით, მიმართულია შემდეგი თემებისადმი:
- საყოფაცხოვრებო სატირა (ოჯახური ურთიერთობები, ნათესავ -მეზობლური დამოკიდებულება, სამეგობრო - სანაცნობო წრე, სატრფიალო განწყობის იუმორისტული დახასიათება...);
- სოციალურ -პოლიტიკური სატირა ( ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი წყობილების, საჯარო მოხელეების, პარტიების, პოლიტიკოსების, პოლიტიკური ღონისძიებების, საზოგადოებრივი ფაქტებისა და მოვლენების გაკილვა.);
-რელიგიური სატირა (როცა იუმორის ობიექტები აღმოჩნდებიან ღვთისმსახურნი);
-ებრაელების შესახებ (ეს ქუთაისური იუმორის ერთ -ერთი ყველაზე სახასიათო მიმართულებაა, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობენ თავად კოლორიტული ებრაელი მთქმელები);
- სიტუაციური კომიზმი (მოქმედი პირი ჩაყენებულია საგანგებოდ შერჩეულ სიტუაციაში. ჩვენ ვხვდებით, რომ სხვა ვითარებაში ეს მოქმედი პირი, შესაძლოა, არც კი გადაქცეულიყო კომიზმის შესამჩნევ წყაროდ, მაგრამ, მთხრობელის ემოციური გადმოცემით, სასაცილო დეტალებით, თხრობის ოსტატობით, სიტუაციური კომიზმი ბრწყინვალე შედეგს იძლევა).

ქუთაისური იუმორი არამხოლოდ გამოგონილ პერსონაჟებს ეხება, არამედ, ბევრ შემთხვევაში - რეალურად არსებულ, საზოგადოებაში ცნობილ პირებს. ემოციური სიმძაფრე მიიღწევა ზუსტი და ადეკვატური ფრაზებით.
ძალიან საინტერესოა, რომ ქუთაისური იუმორისათვის დამახასიათებელია ზედმიწევნით ოპერატიულობა. მისი საუკეთესო ნიმუშები ზედ კვალში მისდევს ფაქტებსა და მოვლენებს. აი, თუნდაც ორი მაგალითი:
„ყორანას ეკითხებიან: როგორ მოგწონს რიონისპირას გალაკტიონის ძეგლი?
ყორანა: მაგი უნდა ეიღონ და გალაკტიონის ძეგლი დადგან.“
„რუსმა მფრინავმა 2008 წელს ბაგრატს გადაუფრინა და ქუთაისის ქუჩები რომ დაინახა, თქვა: ააა, აქ უკვე დაგვიბომბავსო... და გზა გააგრძელა.“

ნამდვილი ქუთაისური იუმორი დახვეწილი, ფერადოვანი, სხარტია, გულწრფელი სიცილის აღმძვრელია და არაფერი აქვს საერთო უხამს, ნაძალადევ, ყურით მოთრეულ ანეკდოტებთან, რითაც გაჯერებულია ჩვენი ტელეარხები და ინტერნეტგამოცემები. შევადაროთ პეტრე ჭაბუკიანის, მარკოზიჩის, მახიჩიას, ყორანას, ბიძინა ღოღობერიძის, მიშა ჭიჭინაძის, ბაბულიას (ვაჟა კოსტავას), ვაჟა ჭყონიასა და სხვათა მახვილსიტყვაობას და ვირწმუნებთ, რომ იუმორშიც არის აკადემიურობა, აქაც გადის ზღვარი ნიჭსა და უგემოვნებას შორის.

ქუთაისური იუმორის ღრმა ფესვებზეა ამოზრდილი და განვითარებული რეზო ჭეიშვილის, რეზო გაბრიაძის დიდი ლიტერატურული იუმორი, ამიტომაცა ესოდენ არაორდინარული და თვითმყოფადი. ამიტომაცაა კოლორიტული.

„ბაღისკიდის“ საგანძური აუცილებლად უნდა შეგროვდეს და შესწავლის საგანი გახდეს. წლების წინათ ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჟურნალისტმა და გამომცემელმა თენგიზ ხითარიშვილმა , რომელმაც ქუთაისური იუმორის რამდენიმე ბროშურა („ასე ხუმრობენ ქუთაისში“) შეადგინა და დაბეჭდა. ასევე , „ქუთაისელ ებრაელთა იუმორი“ მშვენიერ, სახალისო წიგნად გამოსცა ქუთაისელმა ექიმმა, მხატვარმა და ფოტოგრაფმა თემურ ძიძიგურმა. ვაჟა ჭყონიას გარდაცვალებამდე მოესწრო და მისი იუმორისტული წიგნი -„სიცილის კარდიოგრამა“ (ალექსანდრე შენგელიას რედაქტორობით) გამოიცა. ქუთაისის უნივერსიტეტის აწგარდაცვლილმა პროფესორმა, ჟურნალისტმა და ფელეტონისტმა ბენია თხილავამ, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად „ქუთაისური იუმორის აკადემია“ დააარსა, ჟურნალის რამდენიმე ნომრის გამოცემა მოასწრო და თავი მოუყარა ქუთაისური იუმორის თანამედროვე ნიმუშებს...

ღმერთმა ქნას, საღიმილოდ და სახასიათოდ მოგვეცეს საქმე, თორემ, ა, ბატონო, აგერაა ქუთაისური იუმორი და აგერ ვართ ჩვენც, ვიმხიარულოთ!))"-წერს ნანული ცხვედიანი.


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ვადა 30 ივნისს იწურება
ქუთაისის მერის საჩუქრები ღვაწლმოსილ პირებს.
სოციალურ ქსელში ქუთაისში გზებზე არსებული თხრილების ფოტო გავრცელდა.
ქუთაისის მკვიდრი ლაშა მურუსიძე ქუთაისური ფასდაკლების, ე.წ. 'სეილის' შესახებ წერს.
„ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა,“ - ამგვარად აფასებს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი

ამინდი