Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მოქალაქეებს ჩემი ტელეფონის ნომერი ადმინისტრაციული ერთეულის კარებზე აქვთ გამოკრული და შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ, მზად ვარ დავდგე მათ გვერდით და დავეხმარო”

თარიღი : 14-01-2021, 11:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩემთვის პრიორიტეტია, მოქალაქეები მყავდეს კმაყოფილი," - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარეხი ნიჟარაძემ განაცხადა. მან Topnews.com.ge-სთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რისი მოწესრიგებაც მის სამაჟორიტარო ოლქში (საფიჩხია) მიმდინარე წელს იგეგმება.

მარეხი ნიჟარაძის თქმით, ის ყოველთვის მზადაა მოქალაქეების საჭიროებებს მოუსმინოს და კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული პრობლემები რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

"უკვე სამი წელიწადია ვარ საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ხნის მანძილზე, მოქალაქეთა 200-ზე მეტი განცხადება მაქვს განხილული. ამასთანავე, 700-ზე მეტი მოქალაქე მყავს მიღებული, როგორც ადმინისტრაციულ, ისე საკრებულოსა და მერიის შენობაში. ჩვენთვის მთავარია მოქალაქეებთან ახლოს ყოფნა, მათთან ერთად პრობლემების განხილვა და მოგვარება.

საფიჩხიაზე უკვე გაკეთდა 18 ქუჩა, როგორც ცენტრალური, ისე შიდა ქუჩები. მოგეხსენებათ, თბილისის ქუჩა გაკეთდა კაპიტალურად, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემით, რაც ძალიან პრობლემური იყო ხოლმე. თავისი ჩიხებით, შესახვევებით, მთლიანად არის მოწესრიგებული. ანალოგიურად გავაკეთეთ ნინოშვილი. ამასთან, დავით კლდიაშვილის შესახვევები, რომელიც გეოგრაფიულადაც ძალიან რთული გასაკეთებელი იყო, მოვახერხეთ და გავაკეთეთ კაპიტალურად. კიდევ ბევრი შიდა პატარა ქუჩა გვაქვს დარჩენილი, რომელსაც ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ. 2021-ში დაგეგმილი გვაქვს თბილისის ქუჩის მე-10 ჩიხის, დათო ნიჟარაძის ქუჩის მე-3 შესახვევისა და კლიდიაშვილის მე-2 ჩიხის გაკეთება.

უკვე გვაქვს ძალიან კარგი, მშრალი შადრევანი ხარაზოვის ბაღში, სადაც იყო საფრთხის შეცველი აუზი, დღეს ეს მოგვარებულია. გავაკეთეთ ძალიან ბევრი მინი სტადიონი, დავამონტაჟეთ ტრენაჟორები და ატრაქციონები. დიდი მოთხოვნილებაა ხოლმე მოსახლეობის მხრიდან, ბავშვებისთვის ატრაქციონების, ტრანაჟორების მოწყობაზე, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის არის აუცილებელი, ამიტომ, ამ კუთხით მაქსიმალური ყურადღება გვაქვს მიმართული. მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებთ, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. დაგეგმილი გვაქვს ორი სკვერის მოწესრიგება თომაშვილისა და სოლომონ მეორის ქუჩებზე (აქ სტადიონსაც ვგეგმავთ), ასევე უფრო მეტად ვაპირებთ ხარაზოვის ბაღის შევსებას, რომ ის გახდეს ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი მოქალაქეებისთვის.

გვაქვს ღატაკი ოჯახების გადახურვის პროგრამაც, ანუ, სოციალურად დაუცველები, ვისაც საშუალება არ აქვთ გადახურონ თავიანთი კერძო სახლები, მოგვმართავენ განცხადებით. ჩვენ 17-მდე ოჯახს გადავუხურეთ სახლი, დარჩენილია 2 ოჯახი და მათი მოთხოვნა წელს დაკმაყოფილდება. ძალიან კმაყოფილია ამით მოსახლეობა, ეს პროგრამა მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, დიდი ხელშეწყობაა.

ისევ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან მუშაობას, მათთან ახლოს ყოფნას. მათთან ვარ ძალიან გამჭვირვალე. მოქალაქეებს ჩემი ტელეფონის ნომერი ადმინისტრაციული ერთეულის კარებზე აქვთ გამოკრული და შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ, მზად ვარ დავდგე მათ გვერდით და დავეხმარო. თუ ვერ ვახერხებ პრობლემის მოგვარებას, ვუსხნი მათ რატომ ვერ ვახერხებ და ვის უნდა მიმართონ, ან მე თვითონ ვაყენებ საქმის კურსში იმ კომპანიებსა თუ შესაბამისს სამსახურებს, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. ჩემთვის პრიორიტეტია, მოქალაქეები მყავდეს კმაყოფილი,"-ამბობს მარეხი ნიჟარაძე.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს' საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში მარეხი ნიჟარაძე მოსახლეობასთან
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში 44 ქუჩაზე გზის

ამინდი