სპეციალისტები კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
თარიღი : 13-01-2021, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
“მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.