"პოლიტიკოსები გამოდიან, ამბობენ, 24 საათიან წყალმომარაგებაზე, შემდეგ 4 წელი გავა და მერე სდიე ჩიტს"
თარიღი : 10-04-2014, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარება და მათი გადაჭრის გზების ძიება-ეს იმ კონფერენციის მიზნებია, რომელიც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა ქუთაისის მაჟორიტარმა გუბაზ სანიკიძემ, იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა“ წყალმომარაგების სფეროში უკვე წლებია მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, სემეკი, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროები თავს არიდებენ საკითხს, რადგან როგორც ხელაძე აღნიშნავს, ისინი დღევანდელ კონფერენციას არ ესწრებიან.
„პოლიტიკოსები გამოდიან, ამბობენ, 24 საათიან წყალმომარაგებაზე, შემდეგ 4 წელი გავა და მერე სდიე ჩიტს. სამწუხაროდ, ქუთაისს უწყვეტი წყალმომარაგება არც ამჯერად მიმდინარე წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ ექნება,“ - ამბობს ხელაძე.
ქუთაისის მაჟორიტარის განცხადებით, კონფერენციის მიზანი იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების მიერ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა და ღონისძიებების დასახვაა, რადგან როგორც სანიკიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება ის იყო, რომ წყალი ყველა ოჯახს უნდა ჰქონოდა.