ცემისგან დაინვალიდებული პატიმარი გეგუთის ციხეში სუბართან შეხვედრას ითხოვს
თარიღი : 31-08-2013, 23:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ირაკლი პერტია ციხეში სასჯელაღსრულების მინისტრთან სოზარ სუბართან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს.
ტოპნიუსს ირაკლი პერტიას და, ელზა პერტია დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმარი ციხეში დასმულ დიაგნოზს არ ენდობა და ოფიციალურ პირებთან პირადად შეხვედრას ითხოვს. 29 წლის ირაკლი პერტია, რომელიც გეგუთის კოლონიაში გლდანის ციხიდან დაახლოებით 1 წლის წინ გადმოიყვანეს, წელსქვემოთ არის მოწყვეტილი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
„ჩემმა ძმამ წინა თვეში 12 კილო დაიკლო. ფიზიკურად განადგურებულია. ხერხემალ იაქვს დაზიანებული.ამას ნერვული ფონის გაუარესებაც დაერთო. ციხეში ეუბნებიან, არაფერი გჭირსო. ამიტომ არ ენდობა მათ დიაგნოზს და ან სუბართან ან ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორ უნდა ენდო ციხის მედპერსონალს, როდესაც კუჭის ტკივილის დროს თავის ტკივილის წამალს მოგცემენ,“ - ამბობს ელზა პერტია.