Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შეცვალა ახალგაზრდა გოგონას მომავალი ქუთაისის მერიის ახალგაზრდულმა პროგრამებმა?

თარიღი : 10-01-2021, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის მორიგი რესპონდენტი 28 წლის ნინო ბუცხრიკიძეა, რომელიც თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა. პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. ყოველთვის თვლიდა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ყველა ადამიანის ვალდებულებაა, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთება, ანაზღაურების გარეშე, სრულიად მოხალისეობრივ დონეზე შეიძლება.

"მოხალისეობა - ეს არის გზა, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისაკენ. მოხალისედ ყოფნა ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინება იყო, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი. მოხალისედ ვიყავი "სოციალური თერაპიის სახლში", საქველმოქმედო ფონდ "იავნანა"-სა და "თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში". როცა დავამთავრე ბაკალავრიატი, აღმოვაჩინე ასეთი პროფესია: სოციალური სამუშაო და მაგისტრატურა ამ მიმართულებით გავაგრძელე. ამასთან, დავიწყე სტაჟირება საქართველოს პარლამენტის "ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატში". სამაგისტროს ვწერდი, როცა ქალაქ ქუთაისში, ოჯახის გაძლიერების პროექტის სოციალური მუშაკის ვაკანსია გამოცხადდა “SOS ბავშვთა სოფელში”. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა ეს შანსი და ჩამოვსულიყავით ქუთაისში გამოცდილების მისაღებად. რეალურად, ჩამოვედი ერთი წლით, მაგრამ, იმდენად სასიამოვნო, კარგი და მისაღები აღმოჩნდა ქალაქიც და საზოგადოებაც, გადავწყვიტე, ვყოფილიყავი იქამდე, სანამ შევძლებდი და მექნებოდა ამის შანსი. დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე სოციალურ მუშაკად,"-ამბობს ნინო.

გვიყვება, რომ ამავე პერიოდში, ქუთაისის მერიის ზამთრის ლიდერთა სკოლაში მოხვდა, რამაც შეიძლება ითქვას, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. სოციალური მუშაკის პროფესიიდან ახალგაზრდული მუშაკის პროფესიაზე გადავიდა. ნინო ამჟამად, ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრს" წარმოადგენს, რომლის მიზანია აღმოიფხვრას სიღარიბე და შეიქმნას სამართლიანი გარემო ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის. ამასთან, ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრია. ყველა ამ წარმატებული ნაბიჯის შესახებ ნინო თავად გვიყვება.

"ლიდერთა სკოლაში გავიცანი ადამიანები, რომლებმაც დამაფიქრეს, რომ ახალგაზრდულ სფეროში უნდა გადავსულიყავი, მეცადა ბედი. ფაქტობრივად, რომ დავფიქრდი, მთელი ჩემი სამუშაო გამოცდილებით და სასწავლო პროცესით, გული მაინც ყოველთვის მიმიწევდა ახალგაზრდებისკენ. პირველი ნაბიჯი ახალგაზრდული სფეროსკენ იყო, როცა "World Vision" საქართველოს SKYE კლუბის ფასილიტატორი გავხდი. მალევე გამოცხადდა ამ ორგანიზაციაში ვაკანსია და პროექტის კოორდინატორად დავინიშნე. ამჟამად, ისევ ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ. "იმერეთის განვითარების ცენტრი" ჰქვია დღეს მას და ვარ თემის განვითარების ფასილიტატორი ახალგაზრდული მიმართულებით. ამასთან სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოში" ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვარ, წარმოვადგენ იმერეთის რეგიონს, კონკრეტულად კი ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ასევე ვარ ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილე, გავდივარ 6-თვიან სასერტიფიკატო კურსს. ამის დასრულების შემდეგ, თამამად შემეძლება თქმა, რომ მე ვარ ახალგაზრდული მუშაკი და ეს პროფესიაა,”-ამბობს ნინო ბუცხრიკიძე.
https://i.postimg.cc/wjgvh0Yg/9-A27-E094-8966-4-A2-A-9-AAB-232-CC754-C8-D1.jpg
მისი წარმატების მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად პროფესიის სიყვარულს მიიჩნევს. ამბობს, რომ ყოველთვის იქ იყო, სადაც სიამოვნებდა ყოფნა. დღესაც ასე გრძელდება. არასდროს არ დაუხევია უკან, ის დაბრკოლებები კი, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხვდებოდა, უდიდეს მოტივაციად აქცია.

"ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველი დაბრკოლება ჩემთვის მოტივაციაა, უფრო მყარი ნაბიჯებით ვიარო მიზნებისკენ. ჩემთვის დაბრკოლებები ახალი შესაძლებლობებია. ვფიქრობ, რომ დაბრკოლება არ არის მიზეზი უკან დახევის, ეს წინსვლის უდიდესი მოტივაციაა. დღემდე მოვდივარ ასე, თუ არის დაბრკოლება, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი განვითარების ახალი შანსი, რომელიც იმაზე მეტ რამეს მომცემს, ვიდრე დაბრკოლებამდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. შესაბამისად, დაბრკოლებებს არ ვუშინდები. ამასთან, მივიჩნევ, რომ წარმატებისთვის ყველაზე მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ეს არის უკვე შენს საქმეში წარმატება, თუ ხარ იქ, სადაც გსიამოვნებს ყოფნა. შესაბამისად, ახალგაზრდული სფერო და ახალგაზრდები ჩემთვის არის ადგილი, სადაც სიამოვნებით ვაკეთებ საქმეს და ვერანაირი ფინანსური მოტივაცია ვერ შეცვლის იმ სიამოვანებას, რასაც განვიცდი ამ პროფესიაში. მთელი გულით ვაკეთებ ამ საქმეს. ჩემთვის ოქროს ფრაზაა: "ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის შევუქმნათ ახალგაზრდებს საუკეთესო მომავალი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ახალგაზრდები მომავლისთვის"- რათა მათ შექმნან ისეთი მომავალი, როგორ რელობაშიც სურთ ცხოვრება,"- ამბობს რესპონდენტი.

საუბრობს სამომავლო გეგმებზეც, რომელიც ისევ და ისევ ახალგაზრდულ მიმართულებას და ახალგაზრდებს უკავშირდება.

"ჩემს მეგობრებთან ერთად, 2019 წელს, ქუთაისში დავაარსეთ საგანმანათლებლო-თერაპიული ცენტრი "სხვა სკოლა", რომლის მიზანი ბავშვებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება იყო. ამჟამად, ცენტრი დროებით შეჩერებულია და ვაპირებთ რომ გავნაახლოთ ფუნქციონირება. ასევე გვაქვს დარეგისტრირებული ა/ო "ახალგაზრდები რეგიონისთვის".

ამასთან, მაინტერსებს გრაფიკული დიზაინი და რობოტიკის სფერო. პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე, ავითვისე ციფრული უნარები და კოლეჯ "იბერია"-ს რობოტიკის სკოლაში გავიარე მცირეხნიანი კურსი. ვფიქრობ, აღნიშნული პროფესიები მომავლის პროფესიებია და არასდროს არის დაგვიანებული მათი ათვისება,"-ამბობს ნინო ბუცხრიკიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 777-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი