Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ყველა პროექტი რაც განხორციელდება, უშუალოდ ახალგაზრდების საჭიროებებს უპასუხებს და მათგან წამოსულ ინიციატივებზე იქნება დაფუძნებული,’-რა თანხას დახარჯავს ქუთაისის მერია 2021 წელს ახალგაზრდებისათვის?

თარიღი : 6-01-2021, 17:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის 2021 წლის ბიუჯეტიდან ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, 215 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ განუცხადდა. მისივე თქმით, ყველა პროექტი რაც განხორციელდება, უშუალოდ ახალგაზრდების საჭიროებებს უპასუხებს და მათგან წამოსულ ინიციატივებზე იქნება დაფუძნებული. კონკრეტულად თუ რა პროექტებზეა საუბარი, ამის შესახებ ადამაძე თავად საუბრობს.

"215 000 ლარიდან ყველაზე დიდი წილი, 100 000 ლარი ნაწილდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერაზე, რომლის მიზანია ახალგაზრდების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის,ლ ან ორგანიზაციების მიერ პროექტების წარმოდგენა. ამ პროექტებს განიხილავს კომისია და დავაფინანსებთ. გვინდა მათგან წამოვიდეს ის მთავარი საჭიროებები, რაც სურთ და დავუფინანსოთ ის მიმართულებები, რაც ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიმდინარე წელს ახალგაზრდულ ბიუჯეტში იქნება სიახლე, ჩატარდება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება. ეს დღე 12 აგვისტოს აღინიშნება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩავატარებთ დასაქმების ფესტივალს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, ასევე მათ ექნებათ სესიები ამ ხნის განმავლობაში, შეძლებენ სხვადასხვა კომპენტენციების განვითარებას იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანი.

ასევე გვექნება ლიდერთა სკოლა, რომელიც ადრე ორ ნაკადად ტარდებოდა: ზაფხულსა და ზამთარში. წელს ერთ ნაკადად ჩავატარებთ. მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული თემის მიხედვით ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მხარდაჭერა.

დამატებით ახალი პუნქტი, რომელიც ასევე გაჩნდა 2021 წლის ბიუჯეტში, ასევე არის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. აქ გვექნება საინტერესო თემატიკა იმისათვის, რომ კიდევ დამატებით სხვადასხვა საკითხების შესახებ ახალგაზრდებმა მიიღონ არაფორმალური განათლების სხვადასხვა კომპონენტი, რომელიც კომპლექსურია. ჩვენ გავაერთიანებთ არაფორმალური განათლების ყველა კომპონენტს აღნიშნულ პროგრამაში.

ასევე გვექნება მოხალისეთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც ახალგაზრდები ძალიან დიდი ხანია ითხოვენ და ჩვენ მათ ინიციატივას სხვადასხვა საკითხზე, რაც დააინტერესებთ, აუცილებლად მხარს დავუჭერთ.

რა თქმა უნდა ისევ გაგრძელდება, ქუთაისელი ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა კონფერენციებსა და პროექტებში, რაც გულისხმობს მაგალითად, იგივე ბილეთის ხარჯის დაფინანასებას, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ დაინტერესების შემთხვევაში გაემგზავრონ სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს და დარწმუნებული ვარ, ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს იყო უშუალოდ ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ იგივე განათლების მიმართულებაში, რაც ჩადებულია (მათ შორის კულტურისა და სპორტის აიპებში), აქ განსაზღვრული ღონისძიებებიც უშუალოდ ახალგაზრდების საჭიროებებზეა მორგებული. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ 215 000 ლარი დაიხარჯება ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, არამედ უფრო მეტი თანხა,"-ამბობს პეტრე ადამაძე.

მისივე თქმით, ქუთაისის მერია მაქსიმუმს აკეთებს ახალგაზრდების მხარდასაჭერად იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ ქალაქის, ქვეყნის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ადამაძე ამბობს, რომ გასულ წელს ბევრი საინტერესო პროექტი მიიღეს და დააფინანსეს. ახალგაზრდებისგან წელსაც საინტერესო იდეებს ელოდებიან და მზად არიან მათ მხარდასაჭერად.

"დღესდღეობით, ახალგაზრდული მიმართულება, ახალგაზრდული მოძრაობა წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს. იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს კვალიფიციური, განათლებული, კომპეტენტური ახალგაზრდები, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, შეძლებენ ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას. ველოდებით, რომ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით და ერთამანეთთან კოორდინაციით, კომუნიკაციით შევძლებთ ამ ეტაპზე წარმოქმნილ გამოწვევებს ერთად ვუპასუხოთ, რაშიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერას აუცილებლად მივიღებთ,"-ამბობს პეტრე ადამაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 489-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი