Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმგზავრებენ თუ არა ქუთაისელი სტუდენტები ნახევარ ფასად?

თარიღი : 6-01-2021, 15:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ისარგებლებენ თუ არა ქუთაისში სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ ინიციატივის განხილვა იგეგმება და შედეგებს საკრებულო გააჟღერებს.

"ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით სამუშაო სიტუაცია არ შემდგარა, მაგრამ ვიცი, რომ იგეგმება დეპუტატების მხრიდან ზოგადად ინიციატივის განხილვა. აუცილებლად საკრებულოს დონეზე მოხდება დაანგარიშებაც, განხილვაც და საკრებულო გააჟღერებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სჯობს დაველოდოთ,"-ამბობს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ახალგაზრდულმა ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტებზე სამგზავრო შეღავათების დაწესების მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართეს.

ქუთაისს 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ჰყავს მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. მუნიციპალურ ავტოპარკს ათეულობით ახალი ავტობუსი უკვე შეემატა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს საბოლოოდ 60 ავტობუსი გადაეცემა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 326-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი