Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-ხონის გზაზე უბედურ შემთხვევას 30 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 5-01-2021, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი დაეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 30 წლის გოგო მართავდა, რომელიც ჩქარა მოძრაობდა. ახალგაზრდა გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შსს-ს პრესსცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 537-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა.