Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თარიღი : 9-04-2014, 15:42 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
წერეთელმა თბილისში 25 წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


ნანახია: 1477-ჯერ

მსგავსი სიახლეები
9 აპრილის პარკში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და გამგეობის თანამშრომლებმა
ჭიათურაში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი