Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვიმედოვნებ, შევძლებთ იმ ოცნების ახდენას, რასაც 9 აპრილს დაღუპულებმა თავი შესწირეს"

თარიღი : 9-04-2014, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს. იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
"25 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღიდან. ამ ადამიანებმა იმის მაგალითი მოგვცეს როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და თავი შესწირო მას. დღეს ყველა რაიონში იგეგმება მსგავსი ღონისძიება. ვანში კი დაღუპულთა სკვერის გახსნა მოხდება. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ იმ ოცნების ახდენას, რასაც მათ თავი შესწირეს," - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
ქუთაისის მერის განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა მნიშვნელოვანია, რადგან მურღულიას განცხადებით მათ საქართველოს მომავალ ჩაუყარეს საფუძველი.
"ადამიანი რომ მოვა, უნდა წავიდეს, მაგრამ მთავარია რა შინაარსით წავა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ღმერთმა ძალ-ღონე არ მოუშალოს საქართველოს და ქართველ ხალხს," - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.


ნანახია: 1973-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 21 წლის წინ დაღუპულ გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 25 წლისთავთან
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა და

ამინდი