Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ განაწილდა ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი?

თარიღი : 30-12-2020, 23:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ბიუჯეტი ორიენტირებულია მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

“მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის 4 241 400 ლარი იქნა განსაზღვრული, მაშინ როცა 2020 წელს ეს თანხა 3 946 400 ლარი იყო. მოიმატა ჯანდაცვის დაფინანსებამაც - 1 393 300 ლარით დაფინანსდება, ნაცვლად 1 240 000 ლარისა.

გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსებაც- 174 ბენეფიციარის რეაბილიტაციისთვის 727 300 ლარია გამოყოფილი, რაც 177 ათასი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით.

10 მილიონზე მეტი ლარია გათვლილი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც, მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოსვლის შემდეგ, კიდევ 12 მილიონი ლარი დაემატება.

პანდემიის გამო შექმნილი ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ბიუჯეტში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა, რომლის თანახმადაც, 40 000 ლარი გამოიყოფა ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებთაც არა აქვთ ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა.

შეიქმნა კოვიდ19-თან ბრძოლის საგანგებო ფონდი, რომლის საწყისი კაპიტალი 200 ათასი ლარია.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნასა და ქალაქის განვითარებაზეა ორინეტირებული. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია, პანდემიის გამო შექმნილი სირთულეები და გამოწვევებიც. იმედი მაქვს, 2021 წელი ქუთაისისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მშვიდობიანი, წინსვლისა და წარმატებების წელი,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 577-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.

ამინდი