Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს

თარიღი : 30-12-2020, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები არიან, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია “IWA-Georgia“-საგან საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი ხარაგაულის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ერთობლივი ძალებით განხორციელდა.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია “IWA-Georgia“-ს დამფუძნებელი ნანა დვალი, ვიცე-პრეზიდენტი, საქველმოქმედოკომიტეტის თავმჯდომარე მარგრეტ შმიდტი (Margret Schmidt) და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელიანდრეა პლანკი ( Andrea Plank) პირადად სტუმრობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს და სასაჩუქრე პაკეტების ადგილზე მიწოდება თავად უზრუნველყვეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.

ხარაგაულის მერმა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA-Georgia-ს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის და შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს. მერის თქმით, ის მზადაა, რომ სამომავლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებმა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სახეს მიიღოს და რაც შეიძლება, მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება მოხდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.

მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის სოციალური აქციები მუნიციპალიტეტში საჭირო და აუცილებელია. ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, დღეს, როდესაც პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს მომავალ თაობას წინასაახალწლო განწყობა შევუქმნათ.

აღნიშნულ პროექტში საბავშვო ბაღის 606 აღსაზრდელი და სკოლის 180 მოსწავლე ჩაერთო.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA-Georgia-მ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ხარაგაულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკანცელარიო ნივთებიც გადასცა.


ნანახია: 233-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი