Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელ სკოლას ვანდოთ ჩვენი შვილების განათლება?-სტატია, რომელიც მშობლებს აუცილებლად დაეხმარებათ

თარიღი : 29-12-2020, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
სკოლის შერჩევას, თუ სად მიიღებს ბავშვი განათლებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მასწავლებლები, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, კვება, სპორტული აქტივობები, სასწავლო დაწესებულების მდებარეობა (და სხვ.) - მარტივი არაა იპოვო ისეთი სკოლა, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისში არსებული კერძო სკოლა "მერმისის" შესახებ გიამბობთ და გაგიმხელთ მშობლების მოსაზრებებს, თუ რატომ ანდეს "მერმისს" შვილების განათლება.

ჩვენ მიერ ჩაწერილ მშობელთა უმრავლესობა "მერმისის" უპირატესობად, თბილ და ოჯახურ გარემოს, სწავლების მაღალ ხარისხსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ასახელებს.

"პირველ რიგში მომწონს იმიტომ, რომ აქ არის თბილი და ოჯახური გარემო. ბავშვები მოდიან ნამეცადინები და სახლში არასდროს არ გვაქვს დავალება შესასრულებელი. ამასთან, სკოლაში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემოა შექმნილი-გვაქვს ცურვის, ცეკვის და სხვა წრეები. ამდენად, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვებიც როგორც განათლებას, ისე კვებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ძალიან უხარიათ სკოლაში წასვლა,"- ამბობს თამარ დვალიშვილი, რომელმაც სკოლას ორი შვილის განათლება ანდო.

"ყველანაირად მისაღები პირობებია სკოლაში შექმნილი. იცით, რომ სწავლა გახანგრძლივებულია, 6 საათამდე სკოლაში არიან ბავშვები, რაც ჩემთვის მოსახერხებელია, რადგან ვმუშაობ და სახლში არ ვარ. 0 კლასიდან აქ დამყავს ჩემი შვილი. კვება, ცეკვა, ჭადრაკი, სპორტული აქტივობები - ყველაფერი ერთ შენობაშია. ეს ძალიან დიდი პლიუსია იმიტომ, რომ არ გიწევს ბავშვის სხვაგან წაყვანა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლას საცურაო აუზი აქვს. იმდენად კარგად ასწავლიან ცურვას პედაგოგები, რომ ჩემპიონატში, შეჯიბრზე პირველი ადგილი აიღო ბავშვმა. დადებითი აქვს ისიც, რომ ბავშვები სახლში მომზადებულები მოდიან, სახლში გაკვეთილების მოსამზადებლად დამატებითი დრო აღარ სჭირდებათ. იმდენად მომწონს ეს სკოლა, ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე და რამდენიმეს შვილიც აქ დადის,"- ამბობს მშობელი სოფიო ჭავჭანიძე.

აღნიშნულ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი მანანა ჯოლიამაც, რომლის სამივე შვილიშვილი "მერმისში" სწავლობს.

"ძალიან კარგი პირობებია შექმნილი სწავლისთვის. კვალიფიციური პედაგოგები ჰყავთ ბავშვებს. ინგლისური პირველი კლასიდან მაღალ დონეზე ისწავლება. ამასთან, სკოლაში ჯანსაღი გარემოა შექმნილი, ბავშვები სპორტულ აქტივობებში არიან ჩართული, არის საცურაო აუზიც. ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩემი სამი შვილიშვილი დადის, ერთი 8 წლისაა, ორი კი - მე-11 კლასელია. ახლა იცით, რომ ონლაინ გაკვეთილები გვაქვს პანდემიის გამო და ისე ენატრებათ სკოლა, პატარა ბიჭი სულ ტურის სკოლა მინდაო ... მიხარია, ონლაინ გაკვეთილებიც კარგად და წარმატებულად რომ მიმდინარეობს," - ამბობს მანანა ჯოლია.

"მომწონს ეს სკოლა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სწავლება განსაკუთრებულია, მასწავლებლები ბავშვებს თან ჰყვებიან. მეორეც, ჩემს სახლთან ახლოსაა. ამასთან, სკოლა გახანგრძლივებულია, 09:00-დან 18:00 სააათამდე ბავშვები იქ არიან, ამიტომ მუშაობაში ხელი არ მეშლება,"- ამბობს მშობელი გია ცქიფურიშვილი.

ეთო ჩაკვეტაძე "მერმისში" თავად ასწავლის. ამბობს, რომ სკოლაში მართლაც გამორჩეული გარემოა, ამიტომ გადაწყვიტა შვილიც "მერმისში" გადაეყვანა.

"8 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. ქორეოგრაფიული ანსამბლი მყავს, ჩემი სტუდია მაქვს. იმის გამო, რომ ვხედავდი სკოლაში გამორჩეული გარემო იყო, კარგი სწავლება, კვება, ჭადრაკი, ცეკვა, ცურვა, საუკეთესო მასწვალებლები, გადავწყვიტე ჩემი შვილიც სკოლა "მერმისში" გადმომეყვანა. იცით, რომ ახლა ონლაინ გაკვეთილებზე ვართ გადასული. ბევრი უკმაყოფილოა ონლაინ სწავლებით, რასაც ჩვენს შემთხვევაში ვერ ვიტყვი. ყოველდღიურად ვესწრები ჩემი შვილის ონლაინ გაკვეთილებს და საუკეთესო სწავლებაა. იმედია, მალე გვექნება შესაძლებლობა ისევ დავუბრუბდეთ სკოლას,"-ამბობს ეთო ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არსებული კერძო სკოლა "მერმისი" ერთადერთი სკოლაა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც საკუთარი საცურაო აუზი აქვს და რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ლალი აბაშიძეა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 261-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი