წყალტუბოს სოფელ ჟონეთში ჰესების მშენებლობის მომხრეებმა აქცია გამართეს
თარიღი : 29-12-2020, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მომხრეებმა წყალტუბოს სოფელ ჟონეთში აქცია გამართეს. ისინი პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ჰესების კასკადი რიონის ხეობას დააზარალებს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისათვის დამახასიათებელი ენდემური ჯიშები.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესების პროექტი ხეობის მოსახლეობას ადგილზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს და ხეობას დაცლისგან გადაარჩენს. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ ჰესების კასკადის მშენებლობა რიონის ხეობის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ჰესების მშენებლობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან მშენებლობის მოწინააღმდეგეები მშენებლობის ადგილას ორი თვეა ღამეებს ათევენ. მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ჰესების პროექტს დადებითად უყურებს, ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებს.