Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ექსტრემალები ქალაქში თასით დაბრუნდნენ

თარიღი : 8-04-2014, 19:08 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
2014 წლის ზაფხულის სალაშქრო სეზონი კიკეთში ოფიციალურად გაიხსნა. სალაშქრო სეზონის გახსნაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქვე მოლაშქრე კლუბებს შორის შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ქუთაისის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ გაიმარჯვა. კლუბის წევრებს გამარჯვების აღსანიშნავად თასი გადასცეს.
„ლაშქრობა საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრებისა და ჩვენი ქვეყნის კულტურული თუ ბიომრავალფეროვნების უკეთ შეცნობის, ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობისა და დამეგობრების, ქალაქის დამღლელი რითმისგან გათავისუფლებისა და სწორი ფიზიკური განვითარების. ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობთ და მიგაჩნიათ, რომ ლაშქრობაში თავს ვერ იგრძნობთ კომფორტულად, გირჩევთ ერთხელ გარისკოთ, შეიგრძნოთ სიამოვნება, რომელსაც კოცონთან იხილავთ მეგობრების ატმოსფეროში, სუფთა ჰაერითა და ბუნების ჰარმონიით მოგვრილი სიამოვნება, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. მიყრუებულ სოფლებში ადგილობრივებთან ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, რომელსაც ქალაქში ვერ იპოვით. იხეტიალეთ ადგილებში სადაც, თავისუფლებას ყველაზე დიდი დოზით შეხვდებით. გარისკეთ და ვეღარასდროს შეეშვებით,“ - აცხადებს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ხვთისო ტურძილაძე.
კიკეთში გახსნილი ბანაკი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებული იყო. მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა მოლაშქრეთა კლუბმა მიიღო.


ნანახია: 1949-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები ოფიციალურად გაიშალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერცია ავრცელებს.
ფესტივალი 25 აპრილს დაიხურება.
როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი გიგა შუბითიძე აღნიშნავს, განცხადებას, რომელშიც ისინი კლუბის მიერ შერჩეულ კედლის სავარაუდო

ამინდი