Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს 36 ახალი ავტობუსი გადაეცა

თარიღი : 26-12-2020, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი და 83 მგზავრზე გათვლილი ასევე ახალი, 6 ახალი ავტობუსი გადასცა.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობს.

ახალი ავტობუსები ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს. თითოეული მათგანი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს საბოლოოდ 60 ავტობუსი გადაეცემა.


ნანახია: 412-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი