Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოვაჭრეები ‘კეჩის ბაზრობის’ გახსნას ითხოვენ

თარიღი : 26-12-2020, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ე.წ კეჩის ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათთვის შერჩევითი და მიუღებელია საკოორდინაციო საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც 24 დეკემბრიდან მოლები გაიხსნა, მაგრამ ბაზრობები არა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ და თუ ბაზრობები დროულად არ გაიხსნება, ისინი ახალ წელს ფაქტობრივად ვერ შეხვდებიან.

"უკიდურეს ვითარებაში ვართ. თუ ჩაკეტვაა, ყველაფერი ჩაეკეტათ. მაინც და მაინც ჩვენი კეჩის ბაზრობა უნდა დაიკეტოს? ჩვენს დირექტორს ყველა რეკომენდაცია დაცული აქვს და რატომ არ გვხსნიან. ჩვენს უკან ხო ოჯახები დგას. შვილიშვილები გვყავს სახლში, რა ვუთხრათ თოთო ბავშვებს? უმართავ მდგომარეობაში ვართ, პატრონი არ გვყავს, გვერდში რომ დაგვიდგეს და გვითხრას რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ. ერთი ადამიანი მაინც არ არსებობს ამ მერიიდან, მოვიდეს და იმედი მაინც მოგვცეს, მეტი თუ არაფერი, ხომ შეიძლება? ამ საახალწლოდ მის შვილებს უნდათ ჭამა და ჩემი შვილები შიმშილით მოვკლა?"- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეებმა მსგავსი მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს მათ ქუჩის გადაკეტვაც დააპირეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების თქმით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 303-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა.
აღნიშნული განცხადება 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ გააკეთა.

ამინდი