პოლონური მხარე ქუთაისს ტურიზმის განვითარებაში გამოცდილებას გაუზიარებს
თარიღი : 8-04-2014, 18:41 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის პოზნანიდან ჩამოსულ სტუმრებს ქალაქის მერიამ უმასპინძლა. პროექტი, რომელსაც პოლონური მხარე აფინანსებს, ტურიზმის განვითარებას ეხება. პოლონელი სტუმრები ქალაქის ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან და ამის შემდეგ ქართულ მხარეს მათ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამავე პროექტი 15 სხვადასხვა ტურ-ოპერატორის, სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე პირების პოლონეთში გადამზადებასაც ითვალისწინებს.