Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მცხოვრები ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი ისტორიის თქვენთვის გაზიარება-რას ჰპირდება ახალგაზრდებს პროექტი Youth Media?

თარიღი : 25-12-2020, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის პეტრე ადამაძის თქმით, პროექტი Youth Media, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, შესაბამისობაშია ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან და იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ქალაქის მერია ახორციელებს.

„პროექტი სრულ შესაბამისობაშია ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან. განსაკუთრებით ხელს უწყობს ახალგაზრდული მედიისა და უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები გაიცნობენ წარმატებულ ახალგაზრდებს. პროექტში გაერთიანებული არაფორმალური განათლების კომპონენტის მეშვეობით კი ჟურნალისტიკის სფეროში ისეთ უნარებს შეიძენენ, რაც სამომავლოდ თვითრეალიზაციაში დაეხმარებათ,“-ამბობს პეტრე ადამაძე.

„დღეს, როდესაც გლობალური პანდემია ჩვენს ქვეყანაზეც აისახა და საზოგადოების ნაწილი ერთგვარ პესიმიზმს მიეცა, ამ პროექტით გვსურს საზოგადოებას და განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ჰქვიათ, ვაჩვენოთ, რომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზნების, ჩვენი იდეების სისრულეში მოსაყვანად. არასდროს უნდა დავნებდეთ და მარცხი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმატების მთავარ გარანტად უნდა ვაქციოთ. ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ახალგაზრდებს, რომლებმაც დაისახეს მიზანი, ბევრი იშრომეს, მარცხიც განიცადეს, თუმცა მარცხს არ შეუშინდნენ, უფრო მეტი შემართებით გააგრძელეს ბრძოლა და წარმატებულები გახდნენ. გვსურს, რომ ამ ახალგაზრდების ისტორიები დანარჩენებისთვის ერთგვარი მოტივატორი იყოს,“- ამბობს განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამუნა ნიკოლეიშვილი.

„პროექტის ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი ის არის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავად ახალგაზრდები აღმოაჩენენ. პროექტში ჩართული იქნებიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები. აღნიშნული პროექტი და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მომავალ ჟურნალისტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამყარების საშუალებას მისცემს, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სააგენტო გეგმავს იმ რამდენიმე სტუდენტის დასაქმებას, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას მაღალ პროფესიულ და პიროვნულ პასუხისმგებლობას გამოავლენენ. ახალგაზრდებს კი ვპირდებით, რომ მათი თანატოლების ისტორიები მათი წარმატების ისტორიის საწყისი გახდება,“-ამბობს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ხელმძღვანელი ქრისტი ქარჩხაძე.


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი