Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში საახალწლო საჩუქრებს და ტკბილეულს საბავშვო ბაღების 606 აღსაზრდელი მიიღებს

თარიღი : 25-12-2020, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეული და საჩუქრები გადაეცათ.

სოციალური პროექტი ხარაგაულის მერიისა და ბაღების გაერთიანების ერთობლივი ძალებით განხორციელდა.

ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, საახალწლო ნობათს აღსაზრდელების მშობლები მიიღებენ.

“ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ სასაჩუქრე პაკეტების დარიგების პროცესში.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, საახალწლო ტკბილეულსა და სიმბოლურ საჩუქრებს მუნიციპალიტეტში 606 აღსაზრდელი მიიღებს. სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში პაკეტების მიწოდებას ბაღების გაერთიანება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ბაღებში სააღმზრდელო პროცესის რამდენჯერმე შეჩერების გამო, მიმდინარე წელს ხარაგაულში აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები ხუთჯერ გადაეცათ,”-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტში ამჯერად ოცი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. უახლოეს პერიოდში დასრულდება საღანძილისა და ვერტყვიჭალის ბაღების მშენებლობა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი