Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ყოფითი პრობლემების მოგვარება ჩვენთვის პრიორიტეტია

თარიღი : 8-04-2014, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მუსხელიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე სისტემები მთლიანად იცვლება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტობე“ ახორციელებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში 44 ქუჩაზე გზის საფარი კაპიტალურად კეთდება. ავტოქარხნის დასახლებაში სამუშაოები 7 ქუჩაზე მიმდინარეობს.
,, ყოფითი პრობლემების მოგვარება ჩვენთვის პრიორიტეტია. ცენტრალური ხელისუფლება გვეხმარება და დამატებით გამოიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხები.ამ ეტაპზე ქალაქში 44 შიდა ქუჩა კეთდება. ეს ცოტა არ არის, თუმცა კიდევ დარჩა შესაკეთებელი ქუჩები, ამიტომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან,რათა თანხები დაგვიმატონ.კარგი დასაწყისი გარანტიაა იმისა,რომ წლის განმავლობაში ეს სამუშაოები მაღალ ტემპში იქნება წარმოებული,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 1953-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
თამარ მეფის ქუჩაზე კილომეტრი და 200 მეტრი ასფალტის საფარი იცვლება,ასევე კეთდება ბორდიულები,ტროტუარი, ღვარსადენი და მოაჯირები.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სილოვან მახვილაძის ქუჩა წლების მანძილზე ამორტიზებული იყო.
.მიმდინარე წლის ბოლომდე კაპიტალურად, სულ 63 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

ამინდი