ქუთაისის ცენტრში სასტუმროს ასაშენებლად ქალაქის მერია ინვესტორს ეძებს
თარიღი : 8-04-2014, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობისა და ყოფილ რესტორან „თოლიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ასაშენებლად ქალაქის ხელისუფლება ინვესტორს ეძებს.
ქალაქის მთავარი არქიტექტორის ანდრო მარჯანიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია ამ დროისათვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება.
„ქალაქში სასტუმრო საჭიროა. განსაკუთრებით მაშინ, როცა აეროპორტი არის ქუთაისში და ტურისტული ხაზის გადაკვეთა ხდება. მთისკენ ან ზღვისკენ მიმავალი ტურისტები როდესაც ქალაქში შემოდიან, მაშინვე ტოვებენ ქალაქს, რადგან ქუთაისში მათი შესაფერისი სასტუმრო არ გაგვაჩნია. ქალაქის ხელისუფლება დაინტერესებულია სასტუმროს აშენებით და თუ ინვესტორი გამოჩნდება, ეკონომიკის სამინისტრო ალბათ უარს არ იტყვის ქონების გადმოცემაზე, რომ შემდეგ ქალაქმა განკარგოს ეს ტერიტორია,“ -ამბობს მარჯანიშვილი.
ქალაქის მთავარი არქიტექტორის განცხადებით, ქალაქის ცენტრში სასტუმროს აშენების მიზნით მოლაპარაკებები ჯერ „რედისონთან“, ხოლო შემდეგ „შერატონთან“ მიმდინარეობდა, თუმცა ქალაქის ხელისუფლებას ამ დროისათვის თანხმობა არ მიუღია.