Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ათსულიანი ოჯახი ყოველღამით ველოდებით, როდის ჩაგვიტანს მეწყერი“

თარიღი : 8-04-2014, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიიის რაიონის სოფელ დაბლა გომში მცხოვრები 10 სულიანი ოჯახი სოფლიდან გასახლებას ითხოვს. ოჯახის უფროსის მურად ჩხეიძის განცხადებით რამდენიმე თვის წინ სახლის კარ-მიდამო, ხეხელი, ბეღელი და პირუტყვის სადგომი მეწყერმა წაიღო.
ოჯახის წევრების განცხადებით, იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა და დახმარებას ითხოვენ.
„ღამით, რომ ვიძინებ დილით ცოცხლები გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცით. ჩვენი სახლი მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია. ერთი მაგარი წვიმაც, რომ მოვიდეს მე და ოჯახის 9 წევრს მიწა ჩაყლაპავს. უკიდურესად გაჭირვებულები ვართ. სამჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. დარწმუნებულები ვართ, ეს ინფორმაცია კახა კალაძეი ყურამდე, რომ მივიდეს დაგვეხმარება,“- აცხადებს მურად ჩხაიძე.
topnews.com.ge აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარეს ემზარ შუბლაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით დამეწყრილი ოჯახების გასახლება მათ კომპენტენციაში არ შედის.
„ მუნიციპალიტეტის დონეზე მათი დახმარება ვერ მოხდება. ეს პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა მოსაგვარებელი. ჩვენი მხრიდან მოხდა ის, რომ მსგავსი პრობლემები, რომელ ოჯახებსაც აქვთ მათი სია რეგიონული განვითარების სამინისტროში გადავგზავნეთ,“- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე.


ნანახია: 2092-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ველისუბანში მცხოვრებლების თქმით, ბოლო წლებია ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, ხელისუფლება კი, მათ დასახმარებლად არაფერს
სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული, რის გამოც ათეულობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი მწყობრიდან არის გამოსული.
ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის,
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ამინდი