Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ასოციაცია შეიქმნა

თარიღი : 22-12-2020, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კომპანია ENKA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია - „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ენკა”-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ENKA, რომელიც წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტის არეალში არსებულ სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. კომპანიის ამ პოლიტიკის ფარგლებში, ახლადდაფუძნებული ასოციაციის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობით, მეღვინეობითა და მეფუტკრეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი ENKA მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიად არის აღიარებული. ჩვენს საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. ეს ეხება როგორც სამშენებლო პროცესსა და უსაფრთოების მაღალი დონის უზრუნველყოფას, ასევე მდგრად განვითარებაზე ზრუნვას, რაც მათ შორის საპროექტო არეალებში მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ნამახვანის პროექტი საქართველოში ჩვენი კომპანიისთვის რიგით მეორეა - 2014-2020 წლებში გარდაბანში, წალკასა და ახალციხეში წარმატებით განვახორციელეთ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX), რომელშიც ENKA გენერალურ კონტრაქტორად იყო წარმოდგენილი. იმავე პერიოდში ჩვენ მრავალი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ძირითადი მიმართულება კი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა იყო. რიონის ხეობაში ბევრად უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. მაგალითად, ვგეგმავთ ადგილობრივი თაფლის ექსპორტზე გატანას და ამ საკითხზე უკვე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

“ასოციაციის შექმნით ENKA ასევე ხაზს უსვამს მის მზაობას, ითანამშრომლოს მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებთან, მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა ტვიშის მიკროზონის განვითარება,”-აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” უკვე მეორე თვეა საპროტესტო აქციას მართავს და ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის.


ნანახია: 452-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების

ამინდი