23-24 დეკემბერს საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
თარიღი : 22-12-2020, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.
„23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით. მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.