Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თარიღი : 21-12-2020, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მერის მოადგილედ დავით დევდარიანი დაინიშნა.

დავით დევდარიანს ამ დრომდე მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მერის ახალ მოადგილეს უფლებამოსილების სფეროდ საზედამხედველო და ინფრასტრუქტურული მიმართულებები განესაზღვრა.

დავით დევდარიანი 2013- 2014 წლებში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, 2014- 2016 წლებში გამგებლის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მერის მოადგილე თანამდებობაზე 2020 წლის 21 დეკემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა.


ნანახია: 504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერს, ხარაგაულის ახლადარჩეული გამგებელი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ამინდი