Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აპირებს ხარაგაულის მერია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მეტი მოქალაქის ჩართვას?

თარიღი : 21-12-2020, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ (LDA georgia) ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გრანტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ განხორციელებას იწყებს.

გრანტის მიზანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

მემორანდუმს ხელი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ მოაწერეს.

“ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. მივესალმები “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” საუკეთესო ინიციატივას, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ეს თანამშრომლობა ყოველთვის ეფუძნებოდა მოქალაქეთათვის მეტი სიკეთის მოტანას. დარწმუნებული ვარ, პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტურ დიალოგს საზოგადოებასა და ჩვენ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ყოველთვის ვრჩები მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მხარდამჭერი, ვფიქრობ ეს მემორანდუმი უფრო მეტ შესაძლებლობებსაც გაგვიჩენს და მეტ ვალდებულებებსაც, რომ ვიყოთ გახსნილები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მერია, საკრებულო აქტიურად ჩაერთვება გრანტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში,”-აცხადებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

გრანტის ფარგლებში მოხდება მოქალაქეთა ჩართულობის ონლაინ პლატფორმის შექმნა. მუნიციპალიტეტში live ჩართვის პრაქტიკის დანერგვა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის მერის საჯაროდ ანგარიშის წარდგენის სწორი პრაქტიკის დანერგვა, რაც ერთი მხრივ გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის და მეორე მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულების ხარისხსს.
გრანტი ისეთ ამოცანებს ისახავს მიზნად, როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მოქალაქეთა მიმართვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება. ქალების, ახალგაზრდების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საჭიროებების და პრიორიტეტების გამოვლენის, მათი გადაჭერის და ადვოკატირების მიზნით.

დიალოგის და ადვოკატირების გაძლიერება საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ადგილობრივ თვითმმართველობას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების ინიცირება, მათ შორის პრობლემების დაგეგმვა და ადვოკატირება;

პროექტის ფარგლებში, კონსულტაციების და ტრენინგების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესაძლებლობების ზრდა;

გადამზადდებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის და უნარების ამაღლება სამიზნე ჯგუფების ინტერესების უკეთ გამოხატვისთვის;

შეიქმნება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგი CVA ადვოკატირების სპეციფიკის შესახებ .ეს იქნება ადგილობრივ დონეზე რესურსი, რომელიც იზრუნებენ და მხარს დაუჭერენ მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და საჭიროებების ადვოკატირების კამპანიებს;

პროექტის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებების დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერება პრობლემები, აქცენტი გაკეთდება covid 19 – ის შემდგომ გამოწვევებზე, მოქალაქეთა მიერ გამოკვეთილი საჭიროებები და შემუშავებული რეკომენდაციები გათვალიწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში;

პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ გაიმართება რეგიონული კონფერენცია.

პროექტის მიმდინარეობის პერიოდი 10 თვეს მოიცავს.


ნანახია: 367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დანერგოს არასამთავრობო სექტორსა
პროექტის მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა.

ამინდი