მესტიის მოსახლეობა შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
თარიღი : 18-12-2020, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მესტიის მერია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აფრთხილებს.
მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებისაკენ მოუწოდებენ, რათა მესტიის მკვიდრებს შუქის მიწოდების პრობლემა არ შეექმნათ.
“სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი ხაიშის ქვესადგურზე.
აღნიშნული ელექტროსადგური ამ დროისთვის მუშაობს ავარიის ზღვარზე, არსებობს მისი დაზიანების და მწყობრიდან გამოსვლის მაღალი ალბათობა, რაც ისედაც რთულ პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვიმყოფებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას გამოიწვევს.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო ყოველდღიური მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა,”-ნათქვამია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.