Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი გახარია მოქალაქეებს ახალი წლის მოკრძალებულად შეხვედრისკენ მოუწოდებს

თარიღი : 17-12-2020, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ჩვენ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს. მისივე თქმით, ქვეყანაში მომავალი ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელობა ექნება, მათ შორის იმას, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65% გაიზარდა, თუმცა მიზანია, რომ მოსახლეობის 90-95%-მა ატაროს ის ინტენსიურად და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, გარდამავალი შედეგი არის პირბადის ტარება ქვეყანაში. ის გაზრდილია, დაახლოებით, 65%-მდე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს 90-95% - ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, ქრონიკული დაავადებების მატარებელ მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება და გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გახარიამ.


ნანახია: 206-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი