Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვა-განვითარების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

თარიღი : 16-12-2020, 10:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ელექტრონული პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით პროექტის-„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „ბავშვთა ადრეული განვითარების“ მომსახურების დანერგვა-განვითარების ხელშეწყობა “ ფარგლებში, გახსნითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, მდგრადი სოციალური ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი ამოქმედდება.

პროექტის უშუალო მხარადამჭერია ხარაგულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც პროექტს საწყის ეტაპზევე გამოუცხადა ნდობა.

“ნამდვილად სასიხარულოა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0 – 7 წლამდე ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ სერვისები, რომელიც სრულიად შეცვლის მათ ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას. ხარაგაულის მერია მზადაა მხარდაჭერა გამოხატოს პროექტის ყველა საჭირო კომპონენტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯები, რათა ხარაგაულის რაიონში დაინერგოს მრავალფეროვანი სერვისები მოწყვლადი ჯგუფებისათვის,”-ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

მუნიციპალიტეტმა უკვე გამოყო სერვისების მიწოდებისათვის ფართი (ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა), რომელიც გარემონტდა, მოხდა მისი ადაპტირება და ამჟამად მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვა.

პროექტის ფარგლებში ამჟამად გადამზადდება 8 სპეციალისტი. მიმდინარეობს მათი დატრენინგება. ბენეფიციარებისთვის სერვისების მიწოდება იანვრიდან დაიწყება.

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში ეტაპობრივად ჩაერთვება და პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 0-დან 7 წლამდე განვითარების დარღვევისა და შშმ ბავშვი-სულ პროექტის 30 პირდაპირი ბენეფიციარი.

ხელშეწყობილი იქნება მიტოვების პრევენცია და შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაცია.

დაფუძნდება ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მხარდამჭერთა კლუბი.

ა(ა)იპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი"-ს დამფუძნებელმა ქალბატონმა ირინე აბდალაძემ მადლიერება გამოხატა ხარაგაულის მერის ბატონი კობა ლურსმანაშვილისა და მერიის შესაბამისი სამსახურების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ერთი წლის განმავლობაში პროექტის ძირითადი საქმიანობები განხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისები გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სკოლების, ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები.

აღნიშნული პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ააიპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“-ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება.


ნანახია: 581-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი