შოთა მურღულიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლი გადასცა
თარიღი : 7-04-2014, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 22 წლის გიორგი ფუტურიძეს ეტლი გადასცა.ფუტურიძის დახმარება შოთა მურღულიას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა სთხოვეს. მარიტა ჯანელიძემ, სალომე ფანცხავამ და დათო გაბიძაშვილმა შეზღუდული შესაზლებლობის მქონე 22 წლის გიორგი ფუტურიძის დახმარება იმ პროექტის ფარგლებში გადაწყვიტა,რომელიც უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე განხორციელდა.
,,სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ ამ კონკრეტული ოჯახის დახმარება ითხოვეს,ჩვენ მოვიძიეთ ეტლი,რომელიც გიორგის სახლში გადასაადგილებლად გამოადგება, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ იმ სოციალური პროგრამებითაც ისარგებლებს, რომელიც ქუთაისის მერიაში ხორციელდება“-განაცხადა შოთა მურღულიამ.