Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისელ ახალგაზრდებს საინტერესო, სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული და სიურპრიზებით სავსე 2021 წელი ელოდებათ"

თარიღი : 11-12-2020, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ქუთაისელ ახალგაზრდებს საინტერესო, სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთულ და სიურპრიზებით სავსე 2021 წელს ჰპირდება.

გლობალური პანდემია 2020 წელს განყოფილების საქმიანობაზეც აისახა. კორონავირუსის პანდემიისა და ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიზეზით, განყოფილებას ღონისძიებების დიდი ნაწილის გაუქმება მოუხდა, თუმცა მუშაობა არ შეუჩერებია და პირველად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ქალაქში ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგები 2021-2023 წლების ქუთაისის ახალგაზრდულ სტრატეგიას დაედება საფუძვლად.

“ჩვენი განყოფილების ახალგაზრდული მიმართულების საქმიანობა ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. სამსახური უნდა იყოს მედიატორი ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ქალაქში ახალგაზრდების ინტერესების გამტარებელი და მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ვცდილობთ ყველა ეს პირობა ახალგაზრდებისათვის სასიკეთოდ შევასრულოთ. 2020 წელი ჩვენი გეგმით ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიურმა სიტუაციამ გეგმების რეალიზაციაში ხელი შეგვიშალა. სამაგიეროდ, გამოწვევას ვუპასუხეთ იმ მხრივ, რომ ჩავატარეთ ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა, გამოვიკვლიეთ პრობლემები, რომელიც ქუთაისში ახალგაზრდებს აწუხებთ. კვლევებმა სხვადასხვა ახალგაზრდული საჭიროება გვიჩვენა და ასევე დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაბალია ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ აქვთ სურვილი ჩაერთონ და თავად იყვნენ ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩართულები. ამისთვის, საჭიროა მათი მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, მეტი ინფორმირებულობა და ახალგაზრდული იდეების მეტად მხარდაჭერა,“-ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამუნა ნიკოლეიშვილი.
https://i.postimg.cc/wBrS9K9w/C26-E4-CBC-FB02-406-F-ABCF-FA74-CEA28698.jpg
განყოფილება ამჟამად ქუთაისის ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს. დოკუმენტში ყველა ის საშუალება აისახება, რაც ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის უკეთესი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს დაიწყო და 2021 წელში გაგრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიცემას, შშმ პირების ინკლუზიას, ახალგაზრდებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ხელოვანი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაციას გულისხმობს.

„გვაქვს ასევე პროექტი, რომელიც ახალგაზრდებისათვის დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციის შეძენას გულისხმობს. 2020 წელში გაწეული შრომა დაგვეხმარება იმაში, რომ 2021 წელი აქტიური იყოს ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის. ვმუშაობთ რამდენიმე სრულიად ახალ და ინოვაციურ პროექტზე. იგეგმება ახალგაზრდული სივრცის გახსნა, ახალგაზრდული საბჭოს შექმნა, რომელსაც ქალაქის მერიისათვის ახალგაზრდულ საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია ექნება. გვექნება ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ყველა იმ პრობლემას თუ სერვისს, რომელიც ახალგაზრდებისათვის საჭირო და მნიშვნელოვანია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახალგაზრდები საკუთარი თვალით ნახავენ იმ სიახლეებს და სიურპრიზებს, რომელთაც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული 2021 წლისთვის უმზადებთ,“- ამბობს თამუნა ნიკოლეიშვილი.


ნანახია: 407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და ქუთაისის ახალგაზრდული
ახალგაზრდების ქუთაისიდან გადინება ქალაქისათვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს.

ამინდი